ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში არსებული სიტუაცია

ანდრეა ანიელის მესიჯმა არ დააყოვნა და გუნდმა ოფიციალურად დაითხოვა მაურისიო სარი.

დეტალები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა მთელი რიგი იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ლიონთან მატჩი უბრალოდ ბოლო წვეთი იყო.

საქმე იმაშია, რომ მთავარ მწვრთნელს ცუდი ურთიერთობა ქონდა კრიშტიანო რონალდუსთან და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელთან.. არ იყო საქმე იდეალურად კლუბის ხელმძღვანელებთან, ოღონდ საქმე ფაბიო პარატიჩის არ ეხება.

ანიელის მწვრთნელის დათხოვნა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც იუვემ 1/8 ფინალში ლიონთან დათმო შეხვედრა, მაგრამ მაშინ პაველ ნედვედის დაჟინებული თხოვნით პრეზიდენტმა გადაწყვეტილების სეზონის ბოლომდე გადაწევა გადაწყვიტა.

ფინანსური თვალსაზრისით იუვეს მისი დათხოვნა 20 მილიონი ევრო დაუჯდება.. საქმე იმაშია, რომ სარის მოქმედი კონტრაქტი ქონდა და მისი ადრეული გაწყვეტა გარკვეულ ვალდებულებებს გამოიწვევს, რისი შესრულებაც ტურინელებს მოუწევთ.

ახლა რაც შეეხება ფაბიო პარატიჩის.. მასთან დაკავშირებით ხმები გადაჭარბებული აღმოჩნდა. ტურინელები მის გაშვებას კატეგორიულად გამორიცხავენ.. ასე რომ ვნებათაღელვა ახლა ფეხბურთელებს ელით..

თუმცა, აქამდე გასარკვევი ის რჩება თუ ვინ გაწვრთნის გუნდს..

ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი სახელდებიან..

უკანასკნელი 2 საათის მანძილზე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით..

აქა იქ ისმის ხმები ანდრეა პირლოზეც რომელიც სულ ცოტახნისწინ დაინიშნა იუვეს 23 წლამდე გუნდის თავკაცად.

ჯანლუკა დი მარციოს თუ დავუჯერებთ, ტურინში პაულო სოუზას კანდიდატურაზეც დაფიქრდნენ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

პირლო გახდა ოფიციალურად იუვეს მწვრთნელი.ძალიან რისკიანი გადაწყვეტილებაა. u23 და ეხლა სრაზუ აქ გაიჩითა WTF. წარმატებები მას.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x