ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Forza Andrea! კონტრაქტის არაერთხელ გახანგრძლივების იმედით!

გუშინდელი ცნობები ანდრეა პირლოსთან დაკავშირებით მალევე გამართლდა.

საინტერესოა ამ ნაბიჯით იუვენტუსმა რა გადაწყვეტილება მიიღო.. რეალურად რომ შევხედოთ პირლოსთვის რომელმაც საჭირო ლიცენზია ცოტახნისწინ აიღო, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია..

ასეთი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, როდესაც სრულიად გამოუცდელ ჩირო ფერარას ანდეს გუნდი.. შედეგი ყველასთვის ნაცნობია.

ბუნებრივია პირლო სხვა განზომილება და მასშტაბია როგორც ფეხბურთელი.. მას ისეთ დიდებულ სპეციალისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან მარჩელო ლიპი, ანტონიო კონტე, კარლო მაცონე, კარლო ანჩელოტი და მაქს ალეგრი..

ეს ფაქტი უდაოდ დადებით მხარეზე მეტყველებს, რადგან თითოეული მათგანი პირლოს განსაკუთრებულ დავალებას აძლევდა.. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ანდრეა იყო მწვრთნელის თვალები და ყურები.. სწორედ მისი კარნახით ხდებოდა ურთულესი ამოცანების ამოხსნა უზადო ელეგანტურობით..

ჩვენ ყველანი ერთად დიდი იმედით ვუყურებთ მის სამწვრთნელო კარიერას.. ეს ძალიან პასუხისმგებლობაა და იმედი ვიქონიოთ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოთამაშე ჩვეული ელეგანტურობით, სიზუსტით და სილამაზით შეძლებს იუვენტუსისთვის სანუკვარი მიზნების მიღწევას!

მაესტრომ გუნდთთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის პირველი და არა უკანასკნელი კონტრაქტი იუვესთან.. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ მოთამაშეს, რომლის მიმართ დიდი სიყვარული და სიმპატია გამაჩნია!

პირლო არის რეალურად იმ ტიპის მოთამაშე, რომლის ყურების დროს ფეხბურთის სიწმინდეს ხვდები.. მისი მოძრაობა არის უზადო.. მისი გადაცემები ნებისმიერ გოლზე ლამაზი.. მისი სიმშვიდე შესაშური! Forza Andrea!

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

წარმატებები ანდრეა მაგრად გამიხარდა იმედია გაამართლებს იმედებს პირველივე სეზონში სარის რო უეჭველი აჯობებს ამაში დარწმუნებული ვარ და ის ფაქტი რო სამწვრთვნელო გამოცდილება არ აქვს ჩემი აზრით არ წარმოადგენს დიდ პრობლემას ისეთ მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი ეს თავისთავად გამოცდილებაა და თავისი ხედვებიც არ მგონია ვინმეზე ნაკლები ჰქონდეს forza andrea

vakhtang karchava
Viking
4 years ago

წარმატებები მაესტრო!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x