ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო პირლოს იუვენტუსში მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ეხმაურება

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო ანდრეა პირლოს იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ეხმაურება:

“თავის დროზე ერთ ევროსაც კი არ დავდებდი, რომ პირლო გუნდს გაუძღვებოდა..

შემდგომ შევიტყვე, რომ 23 წლამდე გუნდს ჩაუდგა სათავეში.. ეს უდაოდ სწორი ნაბიჯი იყო..

თუმცა, ახლა საქმე უფრო შორს წავიდა და მას ძირითადი გუნდი ჩააბარეს! მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას.

ფეხბურთი ევოლუციას განიცდის.. ყველა მიმართულებით. ადრე მწვრთნელებს მეტი დრო ჭირდებოდათ.. მაგრამ ახლა ვუყურებთ სიმონე ინძაგის და ჯენარო გატუზოს, რომლებმაც შედეგი პრაქტიკულად მომენტალურად დადეს.

ზინედინ ზიდანის და ანდრეა პირლოს შედარება? უაზრობაა.. ფრანგი სათდარიგო გუნდს ხელმძღვანელობდა და კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა.. ანდრეას თავის მხრივ ყველაფერი აქვს და შეიძლება უფრო მეტი რამ ვიდრე ზიზუს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x