ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია დიბალასთან დაკავშირებით პირლოს მოსვლის შემდეგ

ანდრეა პირლოს იუვენტუსის თავკაცად დანიშვნის შემდეგ, გარკვეული ხმები დაიძრა პაულო დიბალასთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ გასულ სეზონში როდესაც არგენტინელი არცთუ დამაჯერებლად ასპარეზობდა, მაესტრომ საკმაოდ პირდაპირი კომენტარები გააკეთა და მას მობილიზებისკენ მოუწოდა..

“იუვენტუსი არ არის საშუალო დონის გუნდი.. აქ ყოველთვის არიან და იქნებიან ჩემპიონები.. კრიშტიანო რონალდუ დიდი ფიგურაა, მაგრამ შენ არ უნდა მოხვდე მის ჩრდილქვეშ.. პირიქით, ეს მოტივირების საშუალებაა!”

ამით ანდრეა მიანიშნებდა, რომ არ შეიძლება ერთ ადგილზე გაჩერება, თუ შენ მთავარ მოქმედ პირად აღარ აგღიქვამენ.. აუცილებელია მეტი სირბილი და მონდომება..

აქედან გამომდინარე გაჩნდა ცნობები თითქოს დიბალა პირლოსთვის არ გახდება იმ მნიშვნელობის მოთამაშე, რაც იყო მაურისიო სარისთვის..

ისკოსთვის ბრძოლაში თუ გარკვეულ წყაროებს დავუჯერებთ, იუვენტუსი საქმეში დაბრუნდა. რეალი ძვირს აფასებს, ხოლო COVID-19 ფინანსურ თემებს ართულებს..

აქედან გამომდინარე გადაკვეთის წერტილი შესაძლოა ისეთი ბარტერი გახდეს, რომელიც ყველა მხარეს დააინტერესებს..

აქა იქ ისმის ხმები აარონ რემზიზე მაგრამ უელსელი ვერ შეწვდება იმ მასშტაბს, რომ ფინანსური სახსრების დამატება არ გახდეს საჭირო.. ასეთად კი სწორედ დიბალა მიაჩნიათ.. რამდენად რეალურია ამას მალე შევიტყობთ, თუმცა მოლაპარაკებები რომელიც კონტრაქტზე მიმდინარეობდა, თითქოს შენელდა და ახლა სხვა სახის ცნობები ვრცელდება..

წინ საინტერესო პროცესები გველის და სიტუაცია ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juvefan
Juvefan
4 years ago

დიბალას ხელი არ დაედოს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x