ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

SportMediaset:”იუვე და ფიორენტინა ნახევარმცველისთვის იბრძვიან”

ფაბიო პარატიჩი

Sportmediaset -ის მტკიცებით იუვენტუსი და ფიორენტინა ინტენსიურ ფაზაში იმყოფებიან მანუელ ლოკატელისთვის ბრძოლაში.

საქმე იმაშია, რომ ანდრეა პირლოს გუნდის თავკაცად დანიშვნის შემდეგ, მომენტალურად გაჩნდა ცნობები, რომ მაესტროს შუახაზში სწორედ სასუოლოს ნახევარმცველი სურს.

ფიორენტინა თავის მხრივ გასული სეზონიდან მოყოლებული ცდილობდა მის გადაბირებას, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად იცვლება.

იებს გაუჭირდებათ ტურინელებთან ჭიდაობა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.. თავად სასუოლოსთან კი ურთიერთობა შავ-თეთრებს, რომ დალაგებული აქვთ ყველასთვის კარგად ნაცნობია.

Mapei -ს ბინადრები ლოკატელის 30 მილიონად აფასებენ.. ბიანკონერი ამ თანხის შემცირებას ახალგაზრდა მოთამაშეებით ეცდება, რომელთა გადაბირებით თავად რობერტო დე ძერბიც არის დაინტერესებული.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x