ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია რონალდუსთან და დიბალასთან დაკავშირებით

არ წყდება საუბრები კრიშტიანო რონალდუს და პაულო დიბალას გარშემო.

კორიერემ ფინანსური ანალიზი შემოგვთავაზა, რომლის თანახმადაც თუ პორტუგალიელი გუნდს დატოვებს, მაშინ ტურინელები დაახლოებით 100-105 მილიონს დაზოგავენ..

მისი ანაზღაურება 31 მილიონს შეადგენს და სხვადასხვა ბიოროკრატიული გადასახადების გათვალისწინებით თანხა 54 მილიონამდე იზრდება..

ამ ეტაპზე კრიშტიანო ბიანკონერის დაახლოებით 300-330 მილიონი უზის.. ასე რომ მისი გასხვისება იქნება კარგი ეკონომიკური ბიძგი ამ მძიმე ვითარებაში.

დიბალას შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.. მისი ანაზღაურება 7.5 მილიონია და სხვადასხვა გადასახადებით 12 მილიონს უტოლდება..

მითუმეტეს Covid-19 -ს გამო ფეხბურთელების ფასები შემცირებულია და ასეთ ვითარებაში, გასხვისება საჭირო თანხების უზრუნველყოფას რთულად გამოიწვევს.. ასე რომ რონალდუს საკითხი უფრო აქტუალურია და საინტერესოა ტურინი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x