Gazzetta პაულო დიბალასთან დაკავშირებით
Gazzetta პაულო დიბალას თემაზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
არგენტინელ ფეხბურთელთან მიმართებაში, სეზონი არ გადის რომ რაიმე სიახლე არ დაიწეროს შესაძლო წასვლაზე..
გამონაკლისი არც ეს პერიოდი აღმოჩნდა, მაგრამ გავლენიანი მილანური გამომცემლობის მტკიცებით ლა ჯოია წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს.
ცოტახნის წინ სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ტურინში 2.8 მილიონად შეფასებული ვილა შეიძინა. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იუვეს 10 ნომერს აქ ყველაფერი აკმაყოფილებს და ბიანკონერის რიგებში დარჩენას დიდი ხნის მანძილზე გეგმავს.