ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია რობინ გოზენსთან მიმართებაში..

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ატალანტას მოთამაშეებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდება..

თუმცა, რომ არა COVID-19 ბერგამოელებს შესაძლოა საკუთარი ფინანსური მარაგი მნიშვნელოვანი კაპიტალით შეევსოთ..

ახლა კი უდაოდ რთულია იმ მოთხოვნილი თანხების სანაცვლოდ მოთამაშეების გაყიდვა, რაც მათ ამ ეტაპზე გააჩნიათ..

იგივე ეხება რობინ გოზენს – 26 წლის მარცხენა მცველს, რომლის ხილვა თავისთან არაერთ გრანდს სურს..

სხვათაშორის მათ სიაში უკვე ერთი კვირაა იუვენტუსიც ფიგურირებს და თუ სხვადასხვა გამომცემლობებს დავუჯერებთ, თავად გოზენს ძალიან სურს კარიერის ტურინში გაგრძელება..

ჯერჯერობით ბიანკონერი ამ მხრივ ბევრ თემაზეა ჩამოსაყალიბებელი.. კერძოდ, გადასაწყვეტია ალექს სანდროს დარჩენა/არ დარჩენის საკითხი.. და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ლუკა პელეგრინი – ახალგაზრდა იტალიელი, რომელიც კალიარიშია განათხოვრებული..

ასე რომ თუ ბიანკონერის გოზენს მოყვანა სურს, მაშინ გარკვეული სვლების გაკეთება მოუწევს.. რთულად წარმოსადგენია, ფეხბურთელმა რომელსაც ჩინებული სეზონი ქონდა თუნდაც იუვეში გადავიდეს და სანდროს რეზერვისტობას დათანხმდეს.

თავის მხრივ იუვეც დაფიქრდება, ღირს თუ არა სტაბილური ბრაზილიელის ასე მარტივად გასხვისება მაშინ, როდესაც ბაზარზე მაინც და მაინც დიდი არჩევანი მისი ტიპის მოთამაშის არ არის..

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

კაია გოსენსი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x