ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კაპელო:”ფრანგი პაოლო როსის მაგონებს”

ალექსანდერ ლაკაზეტი თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ იმ ფორვარდების სიაში, რომლებიც მეტ-ნაკლებად რეალურად იმყოფებიან ბიანკონერის მესვეურეთა ტოპ-სიაში..

  1. თანხა რომელსაც არსენალი მის სანაცვლოდ ითხოვს, არის რეალური და ტურინელთათვის ნაკლებ პრობლემატური (30 მილიონი)
  2. ლონდონელები დანიელე რუგანით ინტერესდებიან. ასევე არ არიან წინააღმდეგი თუ საუბარი ფედერიკო ბერნარდესკის ან ლუკა პელეგრინის შეეხება. ერთი სიტყვით კლუბებს კარგი ურთიერთობაც აქვთ და მოთამაშეების მიმართაც დიდი ინტერესი გააჩნიათ.
  3. ფორვარდები, რომლებიც იუვეს დაუკავშირეს, თითქმის ყველა 50 მილიონად ფასობს ან მეტად – მილიკი, ზაპატა, ხიმენესი, ჯეზუსი.. ეს ის გვარებია რომელთა ფასი 50 -დან იწყება.

გუშინ ერთ-ერთ შოუში ფაბიო კაპელომ ლაკაზეტი საკმაოდ მაღალი დონის გოლეადორად დაახასიათა:

“სიმართლე გითხრათ, ეს ბიჭი ძალიან მესიმპატიურება. აქვს კარგი საგოლე ალღო და უდაოდ შეუძლია გუნდისთვის დიდი წარმატების მოტანა..

ვის ვამსგავსებ? პაოლო როსის.. გარკვეულწილად მათ იდენტური თამაშის სპეციფიკა და პოზიციის შერჩევა აქვთ.. იუვეს ნამდვილად ვურჩევდი მის დამატებას.. შესაძლოა სწორედ ასეთი ტიპის ფორვარდია საჭირო რონალდუს მხარდამხარ.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x