ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი ლონდონში ჩაფრიდა? სისულელეა!

ფაბიო პარატიჩი

დილიდან გვესმის ფრაზა – პარატიჩი ლონდონშია! მთელი რიგი ტრანსფერებისთვის და ბლა-ბლა..

ფაბიო პარატიჩი გუშინ იტალიის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა და ფანებისთვის სელფსაც იღებდა.. არც ავტოგრაფებზე უარობდა..

საერთოდაც, დღევანდელ რეალობაში ასე მარტივად ადგე და წახვიდე, არცთუ ისე იოლია, რადგან ქვეყნებს უამრავი რეგულაცია აქვთ COVID-19 -ს გამო და შესაბამისად სხვადასხვა არაკომფორტული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ურჩევნიათ საქმე დისტანციურ რეჟიმში მოაგვარონ.

ასეა საქმე იუვენტუსის სპორტული დირექტორის შემთხვევაშიც, რომელიც არანაირ ლონდონს არ ესტუმრება და იქიდან ნახევარ პრემიერ ლიგასაც ბუნებრივია ვერ ჩამოიყვანს..

საერთოდაც, ბოლო ხანებში ბიანკონერის სატრანსფერო ამბებზე დიდი ვნებათაღელვა არის ატეხილი, რადგან მერწმუნეთ გადაჭარბებულია..

  1. ნაკლებად მოსალოდნელია გუნდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს..
  2. პოგბა რეალური იმ შემთხვევაში იქნება, თუ იუნაიტედი მასსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს და ბიანკონერის წინადადებას დათანხმდება – დუგლას კოშტა ან რომელიმე სხვა მოთამაშე ამ მოთამაშიდან: ადრიენ რაბიო, აარონ რემზი, ალექს სანდრო, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი. თუმცა, გვავიწყდება, რომ პოგბას ხელში ჩაგდება რეალსაც უნდა და პსჟ-საც.. მათაც შეუძლიათ თანხა + ფეხბურთელების შეთავაზება.. საქმე იმაშია, რომლის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდება.
  3. გაყიდვები – სრული კრახია აქაც.. იუვე ვერაფერს უხერხებს იგუაინს და ხედირას.. მატუიდის გასხვისება იმიჯზე კიდევ ერთი დარტყმაა, რადგან მის სანაცვლოდაც ვერაფერი აიღეს.. პარატიჩის ლონდონში კი არა მალე სახლში დაელოდებიან თუ ამ ლაბირინთიდან გამოსავალი ვერ მოძებნა.
  4. რუგანი და დე შილიოს ამბავი ხომ გაიგეთ? ვალენსიას თავად იუვემ შეთავაზა 2 წლიანი არენდით და ხელფასის 50 %-ზე ცდილობენ დაყოლიებას, რომ იქნებ რაიმენაირად ტურინმა სახელფასო ბიუჯეტი შეამციროს..

ანუ გამოდის, რომ ეს არის ერთგვარი ვარიანტი.. თუ ვერ ყიდი, თავაზობ გუნდს და ამატებ, რომ ხელფასის ნახევარს თავად დაუფარავ..

არის კი ეს ვარიანტი? ერთის მხრივ როცა შენ გყავს 5-6 მილიონიანი ადამიანები, რომელთა დამატება არავის სურს, კი ბატონო.. მაგრამ რამდენია იმის შანსი, რომ რომელიმე მათგანი შეძლებს საკუთარი საიმედო თამაშით ამ კლუბში დარჩენას? ვიყოთ მართლები და მიზერული..

იცით რატომ? ამიტომაც არ ყიდულობს იუვედან არავინ არავის..

ბორდმა კი მკაფიო მიზანი დაუსახა კლუბის მმართველებს – სანამ შეიძენთ, გაყიდეთ!

ანდრეა პირლოს დანიშვნა შესაძლოა ამ მოტივითაც მოხდა.. რთულია უბრალოდ მოხვიდე პროფ ლიცენზიის გარეშე და მომენტალურად მოითხოვო საჭირო კადრები.. მითუმეტეს, როცა ბორდისგან უწინდებური ფინანსური მხარდაჭერა აღარ გაქვს..

მდგომარეობა რთულია, მაგრამ ზემოთხსენებული ვარიანტი, ასე ვთქვათ “სულ არაფერს ჯობს”, მაგრამ ეს ხომ შესაძენ ფულს ვერ გააჩენს? ერთი სიტყვით ლონდონში ვოიაჟები და ასე შემდეგ, Just ფარსია რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება და მეტს არაფერს..

სხვათაშორის ლაკაზეტზე იუვე მართლა იწევს.. და რეალურადაც ლიონში ფრანგი ნამდვილად გამორჩეული იყო.. შესაძლოა თუ ტურინში გადაბარგდება, აქაც ძირძველი ფორმა აღიდგინოს, მაგრამ სიმართლეს თვალებში შევხედოთ – ლაკაზეტი დღეისათვის ჩამოწერილებს შორის უფრო ტრიალებს, ვიდრე “საქმის გამკეთებლებში”.. თავადაც ხედავთ, კლუბი რა სარტყელზეა გადასული დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x