ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალას აგენტი კლიენტის მომავალზე მკაფიო კომენტარს აკეთებს

პაულო დიბალას საფეხბურთო აგენტმა დუმილის დარღვევა გადაწყვიტა და ჟურნალისტებს მისი კლიენტის მომავალზე ესაუბრა:

“ჩემი კლიენტის თხოვნით გარკვეული პერიოდის მანძილზე მედიის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე არ ვკონტაქტობდი.

თუმცა, ბოლო ხანებში პრესის ფურცლებზე იმდენად დიდი სისულელეები იწერებოდა, რომ დროა ყველაფერს ნათელი მოვფინოთ.

დიბალა ტურინში თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად გრძნობს და აქედან წასვლის, არანაირი მიზეზი არ არსებობს.

უფრო მეტიც, ჩვენ სულ მალე კლუბთან გრძელვადიან თანამშრომლობას მოვაწერთ ხელს, რომლის დამსახურებითად არგენტინელი იტალიაში მყოფთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ასე რომ, უმჯობესია ჟურნალისტებმა სხვა თემაზე დაიწყონ წერა, რადგან დიბალა იუვენტუსში დიდხანს დარჩება.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x