ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩინო ვენერატო:”ნაპოლი რთულ მდგომარეობაშია..”

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი ჩინო ვენერატო რომელიც უმეტესწილად ნაპოლის გარშემო გვიზიარებს ახალ ცნობებს, ამ ეტაპზე არკადიუშ მილიკზე საუბრობს:

“ნიუკასლი ბოლო 24 საათია მნიშვნელოვნად გააქტიურდა პოლონელ ფორვარდზე, რომლის შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურდა.

ნაპოლის კი სურს მისი შენარჩუნება, მაგრამ შეთანხმების მიღწევას ვერაფრით ახერხებს..

ბუნებრივია აურელიო დე ლაურენტის იუვენტუსის მხრიდან წამოსული ინტერესის შესახებაც მშვენივრად მოეხსენება, მაგრამ კონკრეტული წინადადება შავ-თეთრებიდან ჯერ არ შემოსულა..

და საერთოდაც, ტურინი 50 მილიონის მის სანაცვლოდ გადახდას ნამდვილად არ დათანხმდება, მითუმეტეს ალექსანდერ ლაკაზეტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია..

ასე რომ ნაპოლის ხელმძღვანელობა რთული არჩევანის წინაშეა – კონკრეტული თანხა ან მისი საერთოდ 0 ევროდ გაშვება ერთი სეზონის შემდეგ.. მესამე ვარიანტი კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მაგრამ მხარეებს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გაფუჭდა.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x