ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta ფედერიკო ბერნარდესკის მომავალზე საუბრობს

Gazzetta ფედერიკო ბერნარდესკიზე საუბრობს, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა საკუთარი თავის სრულად რეალიზება ტურინულ გრანდში..

ფიორენტინადან 40 მილიონად შეძენილი იტალიელი ფაქტიურად ჩემოდნებით ხელში ზის და ახალ კლუბს ელოდება..

თუმცა, ასე ერთი აღებით მისი გასხვისება გაჭირდება, რადგან ჯერჯერობით ბიანკონერის კონკრეტული წინადადება არ მიუღია..

ბოლო რამოდენიმე საათია კონსულტაცია მიმდინარეობს სამ კლუბთან: ფიორენტინა, ჩელსი და ატლეტიკო..

  1. ფიორენტინასთან ფედერიკო კიეზას თაობაზე რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა და ერთ-ერთ მათგანში ბერნას უკან დაბრუნებაზეც წავიდა საუბარი, მაგრამ იებმა ამ იდეისგან თავი შორს დაიჭირეს.
  2. ნგოლო კანტე ტურინელთა მორიგი სამიზნე, რომლის შესაძენად ბიანკონერი არაერთი ფეხბურთელის გამოყენებას აპირებდა.. ერთ-ერთი იტალიელი იყო, მაგრამ აქაც კედელს შეეჯახა.
  3. მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ბერნამ შეიძლება ითქვას, ტურინულ კარიერაში საუკეთესო 90 წუთი გამართა. ესპანელებმა სრულად გამოითხოვეს ინფორმაცია და წესით, უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ცნობებს უნდა ველოდოთ.

სხვადასხვა აპენინურ გამომცემლობებს თუ დავუჯერებთ, ისინი აცხადებენ რომ ანდრეა პირლოს ბერნარდესკის საქმეში ხილვა და კონკრეტულ ტაქტიკურ ნიუანსებზე დალაპარაკება სურს, მანამ სანამ მის გასხვისებას მწვანე შუქს აუნთებს.

4.8 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x