ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ უკანასკნელი 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც ტურინის იუვენტუსსთან დაკავშირებით გავრცელდა:

ბიანკონერი არ კარგავს იმედს, რომ მოახერხებს ნიკოლო ძანიოლოს დამატებას, თუმცა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ამის განხორციელება უკიდურესად გართულდება.

დედაქალაქელებს მწვანე ფინანსური კრიზისი აღარ აწუხებთ და ახლა მზად არიან, წამყვან მოთამაშეებს კონტრაქტები გაუხანგრძლივონ.

რიგში პირველი სწორედ ძანიოლოა რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს წაყენებული და თუ პრობლემა არ შეიქმნა, მაშინ იგი მგლების რიგებში დარჩება.

პირობითად თუ ნიკოლომ წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა, მაშინ რომაელები მის სანაცვლოდ ფედერიკო კიეზას დამატებას ეცდებიან..

სხვათაშორის ფიორენტინას შემტევიც არის ტურინელთა სამიზნეში, მაგრამ მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე მისი შეძენაც რთულდება..

ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომლის თავი და ბოლო ბევრი კითხვის ნიშნებით არის სავსე..

პარალელურად კლუბი გაყიდვების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.. დუგლას კოშტა, დანილო, დანიელე რუგანი, კრისტიან რომერო, მატია პერინი, მატია დე შილიო, ფედერიკო ბერნარდესკი, გონსალო იგუაინი, სამი ხედირა და ლუკა პელეგრინი..

ეს გვარები ფაქტიურად ყოველდღიურად გვხვდება, მაგრამ კონკრეტულზე საუბარი ჭირს..

კოშტაზე მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს, თუმცა ინგლისელებს აფრთხობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ ეტაპზე მისი არენდით აყვანაზე არიან თანახმა.. ასეთი პირობა კი იტალიელებისთვის მიუღებელია.

სხვათაშორის ბოლო რამოდენიმე საათია ინგლისელებთან მიმართებაში ბერნარდესკის გვარმაც გაიჟღერა, მაგრამ იუვეს პოზიცია იტალიელზე ასეთია – მინიმუმ 40 მილიონი! ნაკლებ თანხად ტურინელები ფედეს არ გაუშვებენ, მითუმეტეს თუ კულუარულ ცნობებს დავუჯერებთ ანდრეა პირლოს მასთან მუშაობა სურს.

ალექს სანდრო ბოლო ხანებში იუნაიტედზე მეტად მანჩესტერ სიტის დაუკავშირეს.. პეპ გუარდიოლას მარცხენა ფლანგზე, სწორედ ბრაზილიელი მცველის ხილვა სურს.. საორიენტაციო ღირებულება 40-50 მილიონია.

არკადიუშ მილიკი რომას უახლოვდება.. აქედან გამომდინარე ედინ ჯეკოს დედაქალაქური პრესპექტივები უფრო ბუნდოვნად გამოიყურება..

ტურინელები მის დამატებას ეცდებიან და შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეს პირველი გარიგება გახდეს პირლოს ეპოქაში..

ვინ იქნება შემდეგი? დღევანდელი გადმოსახედიდან ასეთად მანუელ ლოკატელი სახელდება.. საკმარისი იყო მაესტრო იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად დანიშნულიყო, რომ ხმები სასუოლოს შუახაზელთან დაკავშირებით გააქტიურდა.. ასე რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა კონკრეტული სიახლე გავიგოთ.

კარგი სიახლე – პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სრული სვლით ვითარდება.. არგენტინელთან დღეისათვის საუბარი კონკრეტულ საბონუსე სისტემაზე მიმდინარეობს და წესით მხარეები შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მიაღწევენ.

ლუის სუარესი – მიზანი თუ ჭორი? იუვე ეცდება ბარსელონაში არსებული რევოლუციით ხელის მოთბობას.. ურუგვაელი სასურველი კადრია, მაგრამ ფინანსურად რამდენად დათანხმდება ტურინელთა წინადადებას?

თუ სხვადასხვა წყაროს დავუჯერებთ, იტალიელები სამხრეთ ამერიკელს 2 წლიან კონტრაქტს და სეზონში 3 მილიონს თავაზობენ..

აქვე დაიწერა, რომ სუა აიაქსში დაბრუნებაზეც კი დაფიქრდა, საიდანაც დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა..

კითხვის ნიშნებია ბევრია და აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ლუისი სამ მილიონზე დათანხმდეს.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს არის სიახლეებ, რომელიც ბიანკონერის გარშემო გავრცელდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ალექს სანდროსაც ეს ბოლო დრო მაგარი ჩამოკრული აქ ნუ დანილოს ხო საერთოდ ეზოს ფეხბურთში გონია თავი.იგუაინის დატოვება არ იქნებოდა ცუდი დალშე ყველამ უნდა წაასხას.დაგლას კოსტას სუ ტრავმები აქ ეგეც გასაყიდია სასწრაფოდ.

batumski
batumski
4 years ago

ლოკატელი მესიმპათიურება..ისევე როგორც დე-პაული..პრიმავერაშიც არიან კარგი ბიჭები,ჯობია აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდეს ვიდრე უსარგებლო და ჩამოწერილ კადრებს ვსდიოთ…

batumski
batumski
4 years ago

ძაან ქაოსი სუფევს,როგორც ჩანს ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნიათ ბორდს..

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x