ლონდონი ტურინს:”თქვენ მას არასათნადოდ აფასებთ..”

ფაბიო პარატიჩი
გუშინ, გარკვეული წყაროების მტკიცებით არსენალსა და იუვენტუსს შორის საუბარი არამარტო ალექსანდერ ლაკაზეტთან დაკავშირებით შედგა.
ფრანგი ფორვარდი დიდი ხანია რაც ბიანკონერის ინტერესთა სფეროში შედის, თუმცა მხარეები ფინანსურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას ვერაფრით ახერხებენ.
ახლა კი საკითხი რადიკალურად სხვა პოზიციებზე მყოფ მოთამაშეებს შეეხოთ და კერძოდ – დანიელე რუგანი – ჰექტორ ბელერინს..
ესპანელი მარჯვენა ფლანგელი დაახლოებით 5 წლის წინ აქტიურად იყო ბიანკონერისთან კავშირში, თუმცა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ვერაფრით შეძლო მისი დარწმუნება, რომ ნისლიანი ალბიონი აპენინების სანაცვლოდ დაეთმო.
ახლა სიტუაცია შეცვლილია.. ვერც ბელერინი და ვერც მისი არსენალი ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ.. ტურინი კი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად ასპარეზობს..
ასე რომ პლაცდარმი ტრანსფერისთვის ნამდვილად მომზადებულია, თუმცა..
ისევ და ისევ ვერ ხერხდება ფინანსური საკითხების შეთანხმება..
ლონდონელებს მიაჩნიათ, რომ მათი მოთამაშე გაცილებით ძვირად ფასობს ვიდრე რუგანი (სიმართლე ითქვას “გაცილებით” არა მაგრამ ძვირად ნებისმიერ შემთხვევაში ფასობს)..
ტურინს კი სხვაგვარად მიაჩნია და თვლის, რომ თუ შეთანხმება შედგა, მხოლოდ პირდაპირი ბარტერით.
შესაბამისად, ეს საქმე ერთ ადგილზე დგას და ჯერ ძვრა არ შეინიშნება.. თუ რომელიმე მხარე დათმობაზე წავა და ეს უფრო იტალიელებს ეხებათ, მაშინ ბელერინი შავ-თეთრ ფორმას აუცილებლად მოირგებს.
ეგეთი დანილოც გვყავს,რამე განსხვავებაა?ეგეთი კარგი თუა მსურველთა რიგი რატო არ უდგას..იგივეს თქმა შეიძლება ლაკაზეტეზე..არსენალს მათი მოშორება აქვთ გადაწყვეტილი და ცდილობენ ვინმეს შეასაღონ..