ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი-ბერგამო | რთული მოლაპარაკებები..

ტურინი და ბერგამო აქტიურ კონსულტაციას გადიან უამრავ მოთამაშესთან დაკავშირებით.

ატალანტა როლანდო მანდრაგორათი, მატია პერინით, დანიელე რუგანით და რიკარდო ორსოლინით ინტერესდება, მაშინ როდესაც ბიანკონერის დუვენ ძაპატა, ჰანს ჰეტებორი და რობინ გოზენსის დამატება სურს.

თუმცა, როგორც ირკვევა გასპერინის დაჟინებული მოთხოვნით ხელმძღვანელობა არ გეგმავს რაიმე სახის ბარტერზე დათანხმებას.

გოზენსი კლუბს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მის სანაცვლოდ კლუბი შთამბეჭდავ წინადადებას მიიღებს.. “შთამბეჭდავში” კულუარული ცნობებით 40-50 მილიონი იგულისხმება.

ჰანსი კი თავად არ გეგმავს კლუბის დატოვებას, რადგან თავს იდეალურად გრძნობს და სურს კარიერის ატალანტაში გაგრძელება.

ძაპატასთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან თავად ფორვარდს კლუბისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია.. გუშინ კი გაჩნდა ჭორები, რომ გასპერინიმ ხელმძღვანელობას მიჩი ბაჩუაის ტრანსფერი თხოვა..

ბელგიელი დიდი ალბათობით სწორედ ძაპატას შემცვლელად ჭირდებათ.. აქედან გამომდინარე გაჩნდა ხმები, რომ დუვენს უფრო ძლიერ კლუბში სურს ძალების მოსინჯვა..

ასე რომ, ტურინელებს ბერგამოელებთან ენის გამონახვა ფულის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ.. სახსრების გამოყოფა ახალი ტრანსფერებისთვის, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შავ-თეთრებს მაინც და მაინც არ სურთ..

ასე რომ დიდი ალბათობით არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ იასპარეზებს მომავალ სეზონში მოქმედი ჩემპიონების რიგებში.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
4 years ago

სანდრექსაც გასაყიდია,ტიპი საშინლად არასტაბილურია..გაუვალი,იტალიური დაცვა გვინდა..

batumski
batumski
4 years ago

გოზენსი უდაოდ კარგი ვარიანტია..

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x