ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”მანჩესტერი განაგრძობს მოლაპარაკებებს”

ჩვენთვის უკვე კარგად არის ნაცნობი ის ფაქტი, რომ იუნაიტედი იუვენტუსის მთელი რიგი მოთამაშეებით ინტერესდება.

განსაკუთრებული აქცენტი დუგლას კოშტაზე კეთდება, მაგრამ აქ პრობლემა ისევ და ისევ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებაშია.

წითლებს აშინებთ ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი ტრავმებს უფრო ხშირად ღებულობს, ვიდრე მოედანზე ყოფნისას სოლო რეიდებს აგროვებს.. აქედან გამომდინარე იტალიელებისგან მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღება წყურია.

საქმე იმაშია, რომ ნისლიანი ალბიონის ბინადრები მზად არიან 40 მილიონი იმ შემთხვევაში გაიდახადონ, თუ ბრაზილიელი მატჩების მინიმუმ 70%-ს გამართვს..

იუვეს ასეთი სახის წინადადება არ აკმაყოფილებს და ჯერჯერობით მხარეებს შორის ისევ მიმდინარეობს კონსულტაციები.

თუმცა, მის გარდა საქმე ფედერიკო ბერნარდესკისაც ეხება.. იტალიელები მას მხოლოდ 40 მილიონის სანაცვლოდ თუ შეელევიან, რადგან ანდრეა პირლოსგან ხელმძღვანელობას მკაფიო შეტყობინება აქვს:“მე მსურს მასთან მუშაობა”.

აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე კლუბი დაჟინებით არ მოითხოვს და თან საქმე პირდაპირ ინვესტიციას არ შეეხო, სხვაგვარად 33 ნომრის სხვაგან ხილვა გამორიცხულია.

თუმცა, იუნაიტედს კარგად ესმის, რომ ტურინში დეიან კულუსევსკის მისვლის შემდეგ, ბერნას ტრანსფერზე ზეწოლა შესაძლოა სწორი ნაბიჯი იყოს.. თავად ფეხბურთელს განსხვავებით კოშტასგან ტურინში სურს დარჩენა და პირლოსთან ერთად მუშაობა.

ალექს სანდრო იუნაიტედის თვალთახედვის არეში კი არის, მაგრამ როგორც იტალიური გვერდები იუწყებიან ბოლო 48 საათში ბრაზილიელზე უფრო მეტად სიტი აქტიურობს და შეიძლება ითქვას თანაქალაქელები უკან ჩამოიტოვეს.

მის სანაცვლოდ ბიანკონერი 50 მილიონს ითხოვს, რაზეც პრინციპში პეპ გუარდიოლას გაწვრთნილი კლუბი უკან დახევას არ გეგმავს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x