ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”ფეხბურთელებს “მსუყე” კომპენსაციის მიღება სურთ”

სამი ხედირა

Sky Sport-ის მტკიცებით იუვენტუსის მესვეურებმა მართლაც დაიწყეს მუშაობა სამი ხედირას და გონსალო იგუაინის საფეხბურთო აგენტებთან კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტასთან დაკავშირებით.

ანდრეა პირლოსთან კონსულტაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ზემოთხსენებული მოთამაშეები არ შედიან მის გეგმებში.

ახლა მხარეები ფინანსურ დეტალებს გადიან, რომელიც შეთანხმების გაწყვეტას უკავშირდება.. ფეხბურთელების წარმომადგენლებს კომპენსაციის სახით საკმაოდ მსუყე თანხის მიღება სურთ, რაზეც მიმდინარეობს კიდევაც კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სცენარი ბლეზ მატუიდის მსგავსი იქნება, რომელმაც კარიერა თავისუფალი აგენტის სტატუსით MLS-ის კლუბში გააგრძელა.. მაშინაც მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ერთი წლით ადრე გაწყვიტეს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x