მინო რაიოლას ინტერვიუ Sky Sport-თან

მინო რაიოლა
მინო რაიოლამ გუშინ Sky Sport -თან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა:
“ფედერიკო ბერნარდესკი კარიერას ახლა იწყებს კი არ ამთავრებს. მას ზუსტად აქვს გაცნობიერებული ის შესაძლებლობები რაც გააჩნია..
ბუნებრივია მისთვის იუვენტუსთან ერთად წარმატების მიღწევა დიდი გამოწვევაა და აქ დიდი სიამოვნებით დარჩება, თუმცა თუ ისეთი წინადადება შემოვა რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს, მაშინ მას აუცილებლად განვიხილავთ.
მატეის დე ლიხტისთვის ეს ყოველივე არის დასაწყისი.. მხარის ოპერაცია აუცილებელი იყო და მისი გადადება უფრო ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანდა.. იუვეს მისი სახით უნიკალური ვარსკვლავი ყავს და პირადად მე მატეის რემბრანტს შევადარებდი!
პოლ პოგბა მანჩესტერული კლუბის გეგმებში შედის და თავადაც არ სურს რაიმეს შეცვლა.. მას მოწონს დღევანდელი სიტუაცია და ჩვენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ.
ანდრეა პირლოს დანიშვნით იუვე შესაძლოა რისკზე წავიდა, რაც მისთვის უცნაურია, თუმცა მეორეს მხრივ ეს უდაოდ საინტერესო ნაბიჯია.
ყველას კარგად მოგვეხსენება იტალიელი რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო.. თუ ამ ყოველივეს მოცემულ პოსტზე გადაიტანს, მაშინ პეპ გუარდიოლას გაქცევა მოუწევს.”
Pirlos mosvla riskiania magram imedi maqvs rom kargad gaudzgveba tavis saqmes
კაპელომ ახსენა კომანი..ვეთანხმები,შეცდომა იყო გასხვისება..ვხედავთ მშვენიერი შედეგი დადო..
პირლოს დანიშვნა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მენეჯმენტის მიერ..აუცილებელი იყო მსგავსი გამოწვევა,მიუხედავად იმისა რომ რისკი არსებობს…