ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია სამ ბარსელონელთან დაკავშირებით

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რამოდენიმე ბარსელონელთან დაკავშირებით კონკრეტული ცნობები გავრცელდა, სადაც იუვენტუსიც “გაერია”..

პირველ რიგში ლეო მესის სიტუაცია გამოიყურება საინტერესოდ.. ფეხბურთელმა ორაზროვანი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბარსელონა მისთვის საკუთარი სახლივით არის, თუმცა არ არის დარწმუნებული ამ ეტაპზე დარჩება თუ არა გუნდში..

ბუნებრივია არგენტინელის კომენტარს ბევრი მითქმა მოთქმა მოყვა.. უკვე არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ აქედანვე უნდა ითქვას მთავარი – იუვენტუსს არანაირი ფინანსური სახსრები არა აქვს ამ ეტაპზე, რომ იგი დაიმატოს..

ვარიანტი პაულო დიბალაში გაცვლაზე ასევე უტოპიაა, რადგან ბიანკონერი თავად არ გეგმავს მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე მის გასხვისებას.. აქ საქმე ასაკთანაც გვაქვს და პირველ რიგში ანაზღაურებასთან.. მესი მინიმუმ იმდენს მოითხოვს, რამდენსაც ახლა კრიშტიანო რონალდუ ღებულობს..

ზემოთხსენებული პრობლემა კი ძირეულად ეწინააღმდეგება იუვენტუსის დღევანდელ კურს, რომელიც ამცირებს ხარჯებს და სურს სახელფასო ჭერის დაწევა..

რაც შეეხება შემდეგ მოთამაშეს, ეს არც მეტი არც ნაკლები ლუის სუარესია.. ურუგვაელს წლების მანძილზე უკავშირებდნენ ტურინს და სიმართლე ითქვას, ახლა მართლაც არის იმის შანსი რომ აქედან რაღაც გამოვა..

ამ შემთხვევაში ყველაფერი სუარესზეა დამოკიდებული.. თუ იგი მნიშვნელოვნად შეამცირებს მადას, კიდევ აქვს სპორტული მოტივაცია და სურს 2-3 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება, მაშინ იუვენტუსი მისთვის ზედგამოჭრილი ადგილი გახდება.. სხვა ვარიანტებიდან სახელდებიან აიაქსი, სიტი, არსენალი და პსჟ..

იუვე თავის მხრივ სეზონში 4-5 მილიონზე მეტის გადამხდელი არ არის.. პსჟ ორმაგს თავაზობს და ამიტომაც აღვნიშნე, რომ ყველაფერი თავად სამხრეთ ამერიკელზეა დამოკიდებული.

მომდევნო არტურო ვიდალია.. მას დღეს ბარსაში ახლად დანიშნულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დაურეკა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და დაუმატა, უმჯობესია ბარგი ჩაალაგო, რადგან ჩემს გეგმებში 1%-ითაც ვერ ხვდებიო..

ინტერი ყველაზე რეალურ ვარიანტად რჩებოდა, მაგრამ საქმეში თურმე იუვეც ფიგურირებს.. მითუმეტეს საუბარი კონტრაქტის გაწყვეტაზე აქვთ და ასეთ დროს ფაბიო პარატიჩის მეორე სუნთქვა ეხსნება.

არის თუ არა მისი დაბრუნების შანსი? თავისთავად.. რამდენად კარგია? ეს ინდივიდუალური საკითხია..

როდესაც გაახალგაზრდავებაზე გაქვს საუბარი, რომელიც გულისხმობს არა 19 წლის ბიჭების მოყვანას, არამედ საშუალო ასაკის მცირედით შემცირებას მაინც, ამ დროს დგები და მოგყავს ის ვინც თავის დროზე ფორმის პიკში მყოფი გაუშვი, რამდენად მისასალმებელია თქვენ მიპასუხეთ..

6 thoughts on “სიტუაცია სამ ბარსელონელთან დაკავშირებით

  1. არტუროს არ მოასუნინონ უკან, ეგ კუილი, გაა#ვ@ს სხვა კლუბებში ტიტულებს სდიოს, ბ0ზკაცა

  2. ჰალანდი მომავალ სეზონში დორტმუნდში რჩება, აი მერმის ოლინს უნდა შევიდეს იუვენტუსი მაგ ფორვარდში, დაჟე მბაპეზე მეტად მინდა ჰალანდი.

  3. სუარესი კაი იქნებოდა, 2 წლიანი კონტრაქტი 7 მილიონიანი ხეფასით.
    ამის ხელფასზე 3-4 მილიონის მოჟოშკვა მაგარი ხლეობა იქნება.

    ვიდალი ზედმეტია, ახალგაზრდები ნაღდად სჯობია.
    აუარი იდეალური ვარიანტია თუ სერგეის ვერ მოწევევენ ლაციოდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.