ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლოა”

Sky Sport -ის მტკიცებით პარასკევს უინსტონ მაკენი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გუშინ ინფორმაცია ფეხბურთელთან დაკავშირებით სწრაფად გავრცელდა, რომ ტურინელებმა შალკეს წარმომადგენლებთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ნახევარმცველი ბიანკონერის რიგებში არენდის წესით იასპარეზებს, ხოლო სეზონის ბოლოს იტალიელებს 18 მილიონად შეეძლებათ მისი გამოსყიდვა.

კულუარული ცნობებით აღნიშნული ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლოა რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე აკვირდებოდა შუახაზელს და მისი დამატება შავ-თეთრებს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ურჩია.

3 thoughts on “Sky Sport:”ტრანსფერის ინიციატორი ანდრეა პირლოა”

  1. პარალელი შეიძლება გაავლო ვიდალი ლევერკუზენიდან რო გადმოიყვანეს..მობილური ტიპია და პრესინგიც უყვარს, რასაც ვუყურე..

  2. ტონალი ვერ ვითრიეთ თუმცა არა უშავს,არანაკლებ ბიჭი ვითრიეთ..ეგ იქნება საფეხბურთო სამყაროს რო გააოცებს..კარგად დავიწყეთ..

  3. ეგ მართლა კარგი ბიჭი ვითრიეთ,ტიპი იმენა ჯანზეა,მძლავრი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით თამამად შედის ორთაბრძოლებში,აქვს მოედნის კარგი ხედვა და საუცხოოდ ფლობს ბურთს,კარგად თამაშობს ორივე ფეხით და აქვს დაყენებული დარტყმა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.