მოიზე კინი სოციალურ ქსელში მინიშნებას აქვეყნებს..
მოიზე კინი
მოიზე კინი როგორც ჩანს ძალზედ ახლოს არის ტურინში დაბრუნებასთან.
ჯერ კიდევ ორიოდე კვირის უკან გაჩნდა პირველი ცნობები, რომ მხარეები შესაძლო ტრანსფერზე საუბრობდნენ, თუმცა პროცესი მისი ფორმულირების გამო ჭიანურდებოდა.
ბიანკონერის სურს, რომ კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი იყოს მითითებული, რაზეც პრემიერ ლიგის ბინადრები თავს იკავებდნენ..
კულუარლი ცნობებით ამ მხრივ მხარეებმა გარკვეულ პროგრეს მიაღჭიეს, ხოლო თავად ფეხბურთელის ინსტაგრამ გვერდზე კონკრეტული კლუბი მითითებული აღარ არის და უბრალოდ წერია “იტვირთება”..
ბუნებრივია ჟურნალისტების მხრიდან ამ ყოველივეს მოყვა ინფორმაცია, რომ ეს მინიშნებაა და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.