ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ლუის სუარესთან დაკავშირებით

ლუის სუარესთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია – ასეთი ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

ურუგვაელ ფეხბურთელთან სამ წლიანი კონტრაქტი შეთანხმდა და სეზონში ფორვარდი 10 მილიონს გამოიმუშავებს.

თუმცა, ახლა მთავარია სუარესმა თავად ბარსასთან მიაღწიოს შეთანხმებას და კონტრაქტი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს.

ტურინი არ გეგმავს სუარესის სანაცვლოდ თანხის გადახდას და ამიტომაც დაელოდება მხარეებს შორის შეთანხმებას.

აქვე ვრცელდება ცნობები, რომ სუარესის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს მარტინ კასერესმა და როდრიგო ბენტანკურმა..

ფეხბურთელი თანამემამულეებს დაუკავშირდა და მათგან დეტალური ცნობები მიიღო ტურინში არსებულ სიტუაციაზე.

ედინ ჯეკოს ვარიანტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია, თუმცა რომამ თავად დაბლოკა ბოსნიელის ტრანსფერი, რადგან ვერ ახერხებს არკადიუშ მილიკთან დაკავშირებით ნაპოლისთან საერთო ენის გამონახვას.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
4 years ago

ძაან პოზიტიური ნიუსია..დიბი,სუა,cr7,ველიკარეტნაია ტროიკა..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x