ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არტურ მელო:”იუვეს შთამბეჭდავი პროექტი აქვს”

დღეს, არტურ მელოს პრეს-კონფერენცია შედგა, რომლის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს 5 ნომრიანი მაისური გადაცეს:

“იუვენტუსის პროექტი ჩემთვის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

ტურინელებმა სრულად გამაცნეს გეგმები და მას 100%-ით დავეთანხმე, რადგან ჩემპიონთა ლიგა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ბიანკონერისთვის ეს ტიტული პრიორიტეტულია!

შესაბამისად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან იუვე მინდორზე მხოლოდ წარმატებისთვის გადის.

კრიშტიანო რონალდუსთან ერთად თამაში იყო ოცნება, რომლის რეალიზება პრინციპში მოვახერხე. თუმცა, ტურინში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომლებთან ერთად ყოფნა საამაყოა.

ანდრეა პირლოსთან უშუალოდ ჯერ არ მისაუბრია, თუმცა კარგად ვიცი რაოდენ დიდი ფეხბურთელი იყო!

ორი აზრი არაა, რომ ასეთ მწვრთნელთან თამაში უდიდესი პრივილეგიაა.

ვფიქრობ, რომ სერია ა უფრო მეტად კონტაქტური და ტაქტიკურად მრავალფეროვანი ჩემპიონატია, რომლის დაწყებას მოუთმენლად ველი.

ეს უდაოდ რთული სეზონი იქნება, მაგრამ ჩვენ მის მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x