დელ პიერო:”პირლოს დანიშვნა მოულოდნელი იყო”
ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო დელ პიეროსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იუვენტუსის გადაწყვეტილება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს მოწვევა:
“მისთვის ასეთი თანამდებობა ჯერ ნაადრევი იყო და ამიტომაც გამიკვირდა.
იუვენტუსისგანაც არ ველოდი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.. მქონდა შთაბეჭდილება, რომ ისინი სხვა გზით წავიდოდნენ.
ეს ყველასთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა გუნდი და კლუბი ძალზედ ძლიერია, ხოლო ანდრეა ბრწყინვალე პიროვნებაა.
წარმოდგენა არ მაქვს მინდორზე რას მოიმოქმედებს, მაგრამ ვიცნობ რა პირადად დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველაფერს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება.”