იტალიური მედია:”სუარესი ნომერ 1 სატრანსფერო სამიზნეა”
Corriere, Gazzetta, CalcioMercato, Sky Sport და სხვა იტალიური წყაროები ერთხმად ადასტურებენ, რომ დღეისათვის ლუის სუარესი იუვენტუსის ნომერ 1 სატრანსფერო სამიზნეა.
ედინ ჯეკო არ არის დარწმუნებული ტურინულ პროექტში და აქედან გამომდინარე, ბოსნიელი რომში დარჩება, ან ინტერის რიგებში გააგრძელებს კარიერას. დედაქალაქელები მის სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვენ.
აქედან გამომდინარე გახდა ურუგვაელი ცენტრ ფორვარდი ტურინელთა უმთავრესი სამიზნე და ისინი მზად არიან ბარსელონას ბონუსები შეთავაზონ სუარესის წარმატებული ასპარეზობის ფონზე.
დღეისათვის სამხრეთ ამერიკელი კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებებს გადის კონტრაქტის გაწყვეტაზე და თუ ბარსა დათნხმდება იუვეს წინადადებას, მაშინ ფინანსურ სარგებელსაც ნახავს.
თავად სუარესი სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
სუა საუკეთესო ვარიანტია ამ ეტაპზე..უკეთესი ლევანდოვსკია მხოლოდ..