Mundo Deportivo:”ერთ-ერთს დათმობა მოუწევს”
კატალონიური გამომცემლობა Mundo Deportivo ლუის სუარესის თემაზე ახალ ცნობებს აქვეყნებს:
“ვადასტურებთ მოლაპარაკებებს იუვენტუსსთან, რომელთანაც ლუის სუარესმა თითქმის ყველაფერი შეათანხმა.
თუმცა, პრობლემა რჩება ურუგვაელის და ბარსელონას ურთიერთობაში..
ლუის კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რაზეც პრინციპში კატალონიელები წინააღმდეგები არ არიან.. თუმცა, ფორვარდი 1 წლის ანაზღაურებას და დამატებით ბონუსებს ითხოვს, რომელიც შესაძლოა კატალონიაში ყოფნისას გამოემუშავებინა.
პირველ შემთხვევაში ბარსა თანახმაა კონსულტაცია გამართოს, მაგრამ მეორე პუნქტს ოდნავადაც არ ეთანხმება და საუბრის დაწყებისგან თავს იკავებს.
გამოსავალი იქნებოდა თუ იუვენტუსი ჩაერთვებოდა საქმეში და სიმბოლურ თანხას შეთავაზებდა ბარსას ფეხურთელის გაშვებისთვის.. რაღაც ისეთი სცენარი, რომლის დახმარებითაც ივან რაკიტიჩი სევილიაში აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, რომელიმე მხარეს მცირე დათმობაზე მოუწევს წასვლა.”