ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ადრიენ რაბიო:”იმედი მაქვს პირლოსთან ერთად ევროპას დავიპყრობთ”

ადრიენ რაბიო დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არის მოქცეული, მას შემდეგ რაც გუნდის თავკაცად ანდრეა პირლო დაინიშნა:

“სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად, მაგრამ უკვე ნათელია რაოდენ დიდი ფეხბურთელი იყო ანდრეა!

პრინციპები, რომლის აღსრულებას საწვრთნელი პროცესის დროს სურს, ძალიან გავს ჩემსას და ამ მხრივ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

პირლოს დონის პროფესიონალის გვერდით ყოფნა არის უდიდესი პრივილეგია თითოეული ჩვენთაგანისთვის და ჩემთვის განსაკუთრებულად, როგორც შუახაზელისთვის.

მისი გუნდი დაკომპლექტებულია ყოფილი ფეხბურთელებიდან, რომლებმაც ზუსტად იციან იუვენტუსის მოთხოვნები და მისი ისტორია.. არიან უფრო ახალგაზრდები, მაგრამ მეტად გათვითცნობიერებულები სისტემასთან..

მართლა მწამს, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ და პირლოსთან ერთად ევროპაში საუკეთესოები გავხდებით!

ტურინში თავდაპირველად ნამდვილად განვიცდიდი პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.. მილანთან გატანილი გოლის გამეორება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შენ კარგ კონდიციებში იქნებოდი.

ყოველთვის მქონდა ოცნება ნაკრების კარი შემეღო.. ახლა ეს შევძელი და იუვენტუსმა ამ ოცნების ასრულებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

იტალიური ჩემპიონატი ფრანგულს ბევრს ასპექტში ჯაბნის.. როგორც სირთულით, ასევე ტაქტიკური ნიუანსებით და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებით.

კარლო ანჩელოტი? ეს იყო მწვრთნელი რომლის სურვილითაც გავხდი პსჟ-ს ძირითადი გუნდის წევრი.. მან ბევრი რამ მომცა და კარლოს უდიდეს პატივსვცემ.

ყოველთვის არის მზად მოგისმინოს და მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგიცხადოს. ფეხბურთელისთვის, რომელიც უამრავი ვარსკვლავის გარემოცვაში ხვდება, ასეთი დეტალები მნიშვნელოვანია.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x