ჯანლუკა დი მარციო ლუის სუარესის თემაზე

ჯანლუკა დი მარციო
ჯანლუკა დი მარციო დღევანდელ საინფორმაციო გამოშვებას ლუის სუარესთან დაკავშირებით იწყებს:
“მიუხედავად რამოდენიმე სირთულისა, რომელიც არსებობს ბარსელონას და ლუის სუარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, ტურინელები ოპტიმისტურად არიან მასთნ დაკავშირებით განწყობილები.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ურუგვაელს ევროკავშირის პასპორტი არ გააჩნია და ამ მხრივ შესაძლოა დამატებითი თავისტკივილი გამოჩენილიყო, რადგან ტურინს მართლაც სრულად აქვს ათვისებული კვოტა რომელიც გამოყოფილია.
თუმცა, ბოლო ცნობებით ლუისმა უკვე დაიწყო საჭირო პროცედურების გავლა და დაჩქარებული ტემპით პასპორტის აღება 15 დღეში იქნება შესაძლებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში იუვენტუსმა მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა სუარეს, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ისინი მზად არიან მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
ახლა ჯერი კვლავინდებურად მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტას უკავშირდება.”