ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათიანი მიმოხილვა – სიტუაცია ფორვარდებთან დაკავშირებით

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, იტალიურ მედიაში მრავალი ინფორმაცია გავრცელდა ფორვარდებთან დაკავშირებით.

ჩვენ, გუშინ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამოგვიქვეყნებია, რადგან არ გვქონდა ზუსტი წარმოდგენა, თუ რომელი შეესაბამებოდა რეალობას.

ლუის სუარესი კვლავინდებურად რჩება ნომერ 1 სატრანსფერო სამიზნედ და ამ ცნობას, ერთდროულად რამოდენიმე გავლენიანი წყარო ადასტურებს და ბუნებრივია მეტ ნაკლებად მათი ნდობა შესაძლებელია.

თუმცა, სიახლეები თითქოს ლეო მესის დარჩენას, ავტომატურად მოყვებოდა ურუგვაელის კლუბში ყოფნა, რეალობას არ შეესაბამება..

საქმე იმაშია, რომ მესისთვის მთავარ მწვრთნელს არ დაურეკავს და არც ის უთქვამს, შენი პატივისცემა კი გამაჩნია, მაგრამ რაც მალე ჩაბარგდები და აქედან წახვალ, უფრო გამახარებო..

აი სამხრეთ ამერიკელის შემთხვევაში რონალდ კუმანი ზუსტად ასე მოიქცა, რის გამოც დღეისათვის სუარესი ინდივიდუალური წესით ვარჯიშობს და ბაზაზე დაბრუნებას არ გეგმავს.

“რისი კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს, მასსზე უარს არ ვიტყვი”

ასეთი იყო მისი კომენტარი სოციალურ ქსელში, რითაც ხასიათის ამაღლება ცადა.. ფაქტია, რომ ფეხბურთელი გულგატეხილია ბარსაზე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ მისცა.

პროცესი მის პასპორტთან დაკავშირებით ნამდვილად დამღლელი იქნება, მაგრამ არა რაღაც ფანტასტიკის სფეროსი..

ლუის წასვლა გადაწყვეტილი აქვს და თუ Sky, BBC, CalcioMercato, Mundo Deportivo -ს და სხვა მედია საშუალებებს დავუჯერებთ, მისი გული ახლა ტურინშია..

კონტრაქტიც გამზადებულია..

10 მილიონი ევრო და ბონუსები, სხვადასხვა შედეგებიდან გამომდინარე.. ისიც კი იწერება, იუვე ბარსას ფულს გადაუხდისო, მაგრამ ამ ყველაფრის ნაკლებად მწამს.. ეს უფრო კატალონიური გაზეთების ბოდვაა ვიდრე რეალობა..

ახლა რაც შეეხება სხვა ცნობებს, რომელიც პარალელურად ვრცელდებოდა.. მაგალითად დღის წესრიგში დაბრუნდნენ ედინსონ კავანი და ალვარო მორატა..

ესპანელი მას შემდეგ რაც ტურინიდან აბარგდა, ვერა და ვერ ავიდა იმ სიმაღლეზე რასაც ელოდა.. ფაქტია, რომ მისი კარიერის პიკი შავ-თეთრებს უკავშირდება და თავადაც არ დაუმალავს, რომ იუვეზე შეყვარებულია..

დაბრუნდება თუ არა? მისი სატრანსფერო ღირებულება დღეისათვის ამის საშუალებას არ იძლევა.. არენდაზე კი ნაკლებად მოსალოდნელია ატლეტიკო წამოვიდეს, მითუმეტეს კავანის თემა ვერ მოაგვარა..

აი კავანი ცალკე სალაპარაკო საკითხია და სიმართლე გითხრათ, არ მესმის რის საფუძველზე დაუბრუნდა იუვენტუსის ჰორიზონტზე..

ზუსტად ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა სიახლე, რომ კავანიმ ტურინს თავი თავადვე შეთავაზა, მაგრამ იტალიელებისგან უარი მიიღო..

გადის ორი, მაქსიმუმ სამი დღე და სხვა სახის ინფო გამოქვეყნდა – თითქოს იუვე დაუკავშირდა ფორვარდს და მას იუვეში გადასვლა შეთავაზა, რაზეც მისი პასუხი იყო:

“აქ იგუაინი არავინ არისო..”

არაერთი შანსი იყო მისი ხელში ჩაგდების..

ფაქტიურად თავად ფეხბურთელს ოდნავი სურვილიც რომ ქონოდა კარიერას ბიანკონერის რიგებში გააგრძელებდა, მაგრამ როგორც ჩანს არ უწერია ამ სურვილს ახდენა და იმედი მაქვს თავად იუვეც თავმოყვარეობას შეინარჩუნებს.

მოიზე კინი კიდევ ერთი ვარიანტია, მაგრამ ევერტონს ისე გაუტკბა კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობა, რომ მოთხოვნებიც შესაბამისი აქვს – 20 მილიონი და აარონ რემზიო..

კინთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად ეს საკმაოდ გაბერილი მოთხოვნებია, რაზეც იუვე არ დათანხმდება.

და ბოლოს.. მარკო პიაცაზე.. იწერება რომ გართულებული სიტუაციიდან გამომდინარე, ხორვატი შესაძლოა კლუბში დარჩეს და მეოთხე ფორვარდად განიხილონ..

ლიონთან პრიმავერას ბიჭი რომ დარბოდა გაოგნებული, ეს იყო და დიდი შეცდომა, რის გამეორებასაც კლუბი არ აპირებს.

აქედან დასკვნა – სუარესი ისევ ნუმერო უნო სამიზნეა, რომელსაც ედინ ჯეკო მოსდევს..

ბოსნიელზე ვიტყვი იმას, რომ თავად ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა..

დიდი ალბათობით რომასთან მიდის ჭიდაობა ახალ კონტრაქტზე და ტანმაღალი 9-იანი კლუბის ხელმძღვანელობას “აშანტაჟებს” – გამიფორმეთ ან წავალო..

რომელი მათგანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

მანჯუკიჩი არ უნდა გაეშვათ წინა სეზონში, მაგრა მიქარეს.

maradona73
maradona73
4 years ago

“ლიონთან რომ პრიმავერას ბიჭი დარბოდა გაოგნებული” ))) საღოლ დავით, მაგრა ვიცინე )

ისე სატირალი უფროა, როგორ ჩაიკარგა ეს პიაცა. არა და რომ გადმოვიდა დიდი იმეედები მქონდა მაშინ.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x