ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი:”წინ მძიმე ფინანსური პერიოდი გველის”

ანდრეა ანიელი

ანდრეა ანიელი COVID-19 -ს შედეგად მიღებულ ზარალებს აფასებს და ღიად საუბრობს პრობლემებზე, რომელიც კლუბებს წინ ელოდებათ:

“სიმართლე ითქვას აღნიშნულმა სიტუაციამ ყველაზე მეტად სწორედ კლუბების ფინანსურ სამყაროზე იმოქმედა ნეგატიურად.

ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო სრულად იყო დაკეტილი, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის მაგრამ სიტუაცია სწრაფ რეაგირებას მოითხოვდა.

ის ფაქტი, რომ ტიფოზერიის ტრიბუნაზე დაბრუნება ჯერჯერობით ისევ პრობლემად რჩება, ბუნებრივია საყოველთაო ფონზე ნეგატიურ ზეგავლენას განაგრძობს.

უნდა გვესმოდეს, რომ სპონსორებიც შეამცირებენ საკუთარ თანხებს და არა იმიტომ, რომ ქომაგი სტადიონს მიღმა რჩება, არამედ იმიტომ რომ მათ თავად შეექმნათ ფინანსური პრობლემა სიტუაციიდან გამომდინარე.

ჩვენი დათვლებით საფეხბურთო სამყარო 4 მილიარდ ევრომდე დანაკარგს მიიღებს უახლოეს ორ წელიწადში.. 

რთულია იმ ციფრებით სასპონსორო კონტრაქტების გახანგრძლივება, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.. ასე რომ საუბარი შემცირებაზე წავა და სამწუხაროდ ამას ვერავინ აცდება.

ბუნებრივია ეს პრობლემა იქნება ყველაზე მტკივნეული კლუბებისთვის და არა ფედერაციებისთვის.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x