ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინის ძმა იტალიაში ჩაფრინდა

გონსალო იგუაინის ძმა ნიკოლას იგუაინი დღეს დილით ტურინში ჩაფრინდა, სადაც იუვენტუსის ხელმძღვანელობას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პიპიტას საფეხბურთო ინტერესებს, სწორედ მისი ძმა წარმოადგენს.

არგენტინელის კონტრაქტი იუვენტუსსთან 2021 წლის ივლისში სრულდება და ფორვარდი სეზონში 7 მილიონს ღებულობს.

ახლა საუბარი მიმდინარეობს იმ თემაზე, რომ პიპიტასთან შეთანხმება ვადაზე ადრე გაწყდეს.. იგუაინი თანახმაა ასეთი სახის გარიგებაზე, თუმცა იგი კლუბისგან სრულად ითხოვს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მიღებას.

უახლოეს რამოდენიმე დღეში სიტუაცია შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რადგან სამხრეთ ამერიკელის ტურინიდან აბარგებაზე უკვე სამი წელიწადია გაუთავებლად მიდის საუბარი.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x