ჯოვანი გალეონე:”მაქსი ბრუნდებოდა, მაგრამ ამ საქმეს მარტო ანიელი არ ეყო..”
მაქს ალეგრი
ჯოვანი გალეონე რომელიც მაქს ალეგრის “მენტორი” გახლდათ, მის ასე ვთქვათ მემკვიდრეზე საუბრობს, რომელიც მზად იყო ტურინში დაბრუნებულიყო:
“მაქსს ანდრეა ანიელისთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს, რომელსაც დღევანდელ დღემდე მჭიდროდ ინარჩუნებს.
თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად იგი ერთადერთია ვისსაც ალეგრის მიმართ აქვს ასეთი დამოკიდებულება.
სწორედ ეს გახდა თავის დროზე მწვრთნელის გუნდიდან წასვლის მიზეზი და ამის გამო არ მოხერხდა მისი კლუბში დაბრუნება.
ინტერი? პირველი არჩევანი იუვენტუსი იყო.. სურვილიც გამოხატა და მზადყოფნაც..
ნერიაძური ალტერნატივა იყო, მაგრამ იქ ანტონიო კონტესთან არსებულმა კონტრაქტმა კლუბს მოთმენა აიძულა.. კონტე დიდ საკომპენსაციო თანხას ითხოვდა, რისი გადახდაც ხელმძღვანელობას არ სურს.”