ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ნოვარასთან ჩატარებულ მატჩს აფასებს

ნოვარასთან გამარჯვების შემდეგ ანდრეა პირლო ჟურნალისტებს გაესაუბრა:

“თუ გავითვალისწინებთ მცირე დროს, რომელიც სანაკრებოს შემდეგ გვქონდა, ბუნებრივია ბიჭების თამაშით კმაყოფილი დავრჩი.

ამ დაპირისპირებისთვის, მთელი გუნდით რომ მოვმზადებულიყავით, მხოლოდ და მხოლოდ 48 საათი გვქონდა.

ტაქტიკური თვალსაზრისით მუდმივ ვარირებას ვახორციელებთ.. პირველ 45 წუთში თავს 4 მოთამაშით ვიცავდით, რომელიც პერიოდულად სამიანით იცვლებოდა..

მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა და ძირითად სამი მცველით ვმოქმედებდით და წინაც ამდენივე მოთამაშე გვყავდა..

ახლა მთავარია ყველა ფეხბურთელი ვინც გვყავს, დროულად მოვიდნენ მწვრთნელის განკარგულებაში, რათა საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ..

ბიჭები შეჩვეულები არიან სიახლეებს.. მთავარია რომ ისინი დღეს საქმეს ბედნიერად ასრულებენ.. ენთუზიაზმი იყო ის რაც ამ ეტაპზე აკლდა გუნდს და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ.

ფორვარდი? კარგი იქნება რაც შეიძლება მალე შევძლოთ გაფორმება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო და ამ მხრივ არ ვნერვიულობ.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x