ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”რთული პერიოდი გამოვიარეთ”

ჯორჯო კიელინი უცნაურ და რთულ სეზონს მოელის, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი:

“გუნდში საერთო ხასიათი ამაღლებულია.. რთული და უცნაური იმიტომ მეჩვენება მოახლოებული სეზონი, რისი გავლაც შარშან მოგვიწია..

ჩაკეტვებმა და შეზღუდვებმა ყველაფერზე იმოქმედა, მათ შორის ფეხბურთზე და თითოეულ ჩვენთაგანზე..

თუმცა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და გამარჯვების სურვილით სავსე ვართ. 

უშუალოდ ჩემთვის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ეს აქტივში შესაყვანი წელიწადი არ ყოფილა.. რთულია ბიჭებს ვერ ეხმარებოდე და სიტუაციას შორიდან უყურებდე..

მთავარი სურვილი თავისთავად ჯანმრთელობაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის!

ლუის სუარესი? გუშინ ანდრეა პირლომ მკაფიო კომენტარი გააკეთა, რასაც ვერაფერს დავამატებ.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.