ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

მარკო პიაცა

გთავაზობთ ამ წუთისთვის არსებულ სატრანსფერო სიახლეებს იუვენტუსსთან დაკავშირებით:

ლუკა პელეგრინის დამატებით ფიორენტინა დაინტერესდა. იების წარმომადგენლებმა ტურინელებს მოთამაშესთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოითხოვეს.

თუმცა, ბიანკონერი არ არის დარწმუნებული მის გასხვისებაში, მიუხედავად იმისა რომ მატია დე შილიო ბოლო საათებია წასვლის რეალური კანდიდატი გახდა.

მატიას დამატება რომას და ვილიარეალს სურთ და შავ-თეთრები თანახმანი არიან საქმის ამგვარ განვითარებაზე.

აი პელეგრინის საკითხი კი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გადაწყდეს და ყველაფერი ანდრეა პირლოზეა დამოკიდებული.

ნოვარასთან შეხვედრაში ორი გოლის ავტორმა მანოლო პორტანოვამ შესაძლოა კარიერა პესკარას რიგებში გააგრძელოს.

2000 წელს დაბადებული შუახაზელი ბიანკონერის მეორე გუნდში ირჯება, თუმცა პესკარას მხრიდან რეალური ინტერესია და მხარეები არენდა – გამოსყიდვის ფორმულაზე საუბრობენ.

Gazzetta -ს მტკიცებით ტურინელთა კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია წასვლის კანდიდატი.. ამჯერად საუბარი ჰანს ნიკოლუსი კავილიაზეა..

შუახაზელით სამპდორია, სპეცია და პარმა ინტერესდებიან. მასთან დაკავშირებით ტრანსფერის კონკრეტული ფორმა არ სახელდება.

ანდრეა პირლო პოზიტიურად აფასებს მარკო პიაცას შესაძლებლობას. ყველას კარგად ესმის რა პერიოდის გავლა მოუწია ხორვატ მოთამაშეს და იუვეს ჯერ კიდევ წამს მისი..

თუმცა, ფაქტია პიაცას სათამაშო დრო ესაჭიროება, რისი უზრუნველყოფაც ტურინში ურთულესი იქნება.

აქედან გამომდინარე, მხარეები კიდევ ერთ არენდაზე ფიქრობენ, ოღონდ ამჯერად იტალიის ჩემპიონატში.

დღეისათვის მარკოთი ოთხი კლუბი ინტერესდება: ჯენოა, ვერონა, კროტონე და პარმა..

და ბოლოს ყბადაღებული თემა ფორვარდთან დაკავშირებით..

მაშინ როდესაც ტურინი ისევ და ისევ ლუის სუარეს ელოდება, პარალელურად სხვა ცნობებიც ტივტივდება.

ბიანკონერიმ ნაპოლის 12.5 მილიონი შეთავაზა არკადიუშ მილიკის სანაცვლოდ.. თუ ეს თანხა 15-მდე გაიზრდება, მაშინ საუბარი მეტად გამარტივდება.

თავად ედინ ჯეკოსთან ორ წლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია და სეზონში ბოსნიელი 7.5 მილიონს და დამატებით ბონუსებს მიიღებს.

ოლივიე ჟირუს კანდიდატურა არსად დაკარგულა.. ყოველ შემთხვევაში Corriere ირწმუნება, რომ ბიანკონერი ყურადღებით აკვირდება პროცეს.

4-5 მილიონი დაჯდება ტრანსფერი, ხოლო წლიურად ფრანგი 4 მილიონზე დათანხმდება.. ეს ციფრები ადრეც გამოქვეყნდა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

3.5 6 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
4 years ago

ჯეკოსთან თუ შეთანხმებულია და კლუბი მზადაა ხელფასის სახით სეზონში 7,5 მლნ ევრო შესთავაზოს ლოგიკური კითხვა მიჩნდება რას ერჩოდნენ გონსალო იგუაინს..

Last edited 4 years ago by batumski
batumski
batumski
4 years ago

ლუკა პელეგრინისთან რა პრეტენზია აქვთ როცა სანდრექსას ერთადერთი ალტერნატივაა..დე-შილიოზე უარი თქვა ვილიარეალმა რადგან ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდენ მხარეები,სუარესის თემა კვლავ გაურკვეველია(არ გამოვრიცხავ რომ ბარსელონაში დარჩეს)თავის მხვრივ რომა ცდილობს არკადიუშ მილიკის გაფორმებას რაც ცალსახად ედინ ჯეკოს წასვლას გამოიწვევს,ამ მოცემულობაში ერთადერთი ალტერნატივა ბოსნიელი ცენტრ-ფორვარდია(დამოუკიდებლად იმისა მოგვწონს თუ არა)..თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მოიზე კინი რომლის არენდასაც აქტიურად განიხილავს ბიანკონერი..

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x