ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია ალვარო მორატასთან დაკავშირებით

TMW -ის მტკიცებით იუვენტუსი ალვარო მორატას ტრანსფერზე გეგმავს დაბრუნებას.

მას შემდეგ რაც ლუის სუარესის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ურუგვაელი კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს, მთელმა რიგმა მედია საშუალებებმა უმალვე გამოაქვეს ცნობა ესპანელ ფორვარდზე.

მორატას იტალიაში დაბრუნებას არაერთი სეზონია უწინასწარმეტყველებენ და საერთოდაც, გუნდის სათავეში ანდრეა პირლოს მოსვლის შემდეგ, მისმა გვარმა არაერთხელ გაიჟღერა.

ახლა კი როდესაც კლუბში სუარესი მოვიდა, მორატას სათამაშო დროს დიდი პრობლემები ექმნება და გუნდიდან წასვლა თავადვე ითხოვა..

კულუარული ცნობებით, მორატას უპირველესი არჩევანი იუვენტუსია.. მას კარიერის გაგრძელება სწორედ აპენინებზე სურს და აღნიშნული ინფორმაცია ხელმძღვანელობას უკვე მიაწოდა.

ბიანკონერი მზადყოფნას გამოთქვამს ფორვარდის არენდით აყვანაზე, რომლის სანაცვლოდ 10 მილიონს გაიღებს. თუმცა, თავად ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით უცნობი რჩება..

საუბარი მიდის 45 მილიონზე, თუმცა იუვე ამ ციფრების შემცირებას ეცდება..

7 thoughts on “იტალიური მედია ალვარო მორატასთან დაკავშირებით

  1. სავარაუდოთ ტრანსფერი უმოკლეს დროში გაოფიციალურდება,კეთილი იყოს შენი დაბრუნება შავ-თეთრ სამყაროში..

  2. მოიყვანონ, არ იქნება ცუდი ვარიანტი.

    კაი მაზილაა, მაგრამ როგორც მახსოვს პრინციპულ თამაშებში ფეხები არ უკანკალებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.