ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ბიჭების მოქმედებებით კმაყოფილი ვარ”

იუვენტუსმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით და თავკაცი ჟურნალისტებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს:

“აუცილებელია ყველას ესაუბრო და შეიტყო მათი მოთხოვნების შესახებ. 

ეს ყოველივე ორმხრივი პროცესით მიმდინარეობს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ჩინებული პირველი ნახევარი გავმართეთ და სამწუხაროა, რომ მეორე 45 წუთში ვერ შევძელით მეტი ბურთის გატანა. ვიცოდით, რომ რთული დაპირისპირება გველოდა.

ჯანლუკა ფრაბოტამ კარგი შეხვედრა ჩაატარა და არანაირი რისკის შემცველი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მისი სასტარტოში გამწესება გადავწყვიტე.

მას მშვენივრად ვიცნობ და ჯანლუკას კარგად მოეხსენებოდა მინდორზე რა უნდა გაეკეთებინა.

უინტსონ მაკენის ასპარეზობა დადებითად შეფასდება, მიუხედავად რამოდენიმე შეცდომისა რომლის პატიება შესაძლებელია.

არ ვაპირებ რომელიმე მწვრთნელისგან რაიმეს კოპირებას.. უბრალოდ მოთამაშეებს ცოტაოდენი დრო დაჭირდებათ, რათა მინდორზე ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგონ.

ფაქტია, მოსამზადებლად მწირი დრო გვქონდა და საერთოდაც, საკადრო პრობლემები დიდ თავისტკივილს გვძენდა.. მაგრამ გვსურდა არსებული რესურსით დაგვედო კარგი შედეგი.

კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალედ მოეხსენება საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. მასსზე კარგად მისი სხეული არავინ იცის. 

პორტუგალიელმა ზუსტად იცის როდის უნდა დაისვენოს და პირიქით, გაზარდოს მუშაობის ტემპი.. ამ ყველაფერზე გულახდილად ვისაუბრეთ და როდესაც თავდასხმაში მეტი არჩევანი გვექნება, განსხვავებულ იდეებს დავტესტავთ.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x