ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებას სამპდორიასთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6.5 – ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ დაცვის ხაზს კარგად აკონტროლებდა. რამოდენიმე არაზუსტი გადაცემა, თუმცა საქმე ხომ მოგერიებასთან გვაქვს.

დანილო – 6.5 – პირლოს მოსვლამ მასსზეც იმოქმედა.. სამ მცველიან ტაქტიკურ მონახაზში ფაქტობრივად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და უნდა ითქვას, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

ბონუჩი – 7 – უდაოდ წარმატებული მატჩი, არამარტო დაცვაში თამაშის თვალსაზრისით. ლეო საკუთარ გუნდს შეტევის დაწყებაშიც ეხმარებოდა, ჩვეული ზუსტი დიაგონალური გადაცემებით.

კიელინი – 6.5 – დაბრუნდა.. ფორმაშია და იუვენტუსის გარდა ამ ფაქტით რობერტო მანჩინიც ძალიან ბედნიერია.

კუადრადო – 6.5 – რასაც მისგან პირლო ითხოვდა, ზედმიწევნით შეასრულა. ფლანგზე მოქმედება და მეტოქისთვის თავისუფალი სივრცის მაქსიმალური შეზღუდვა, ხოლო თანაგუნდელებისთვის დამატებითი შესაძლებლობის მინიჭება.

რემზი – 7 – შეიძლება ითქვას, რომ ერთი წელი გახდა საჭირო, რომ უელსელი გუნდს გაშინაურებოდა. იდეალურია და აბსოლუტურად ყველა მონაკვეთში გუნდისთვის პროდუქტიული. აკეთებს რონალდუზე საგოლე გადაცემას.

რაბიო – 6.5 – ელეგანტური და ეფექტური.. პროგრესი გრძელდება.. არის რიგ შემთხვევებში მცირეოდენი ჩავარდნები, მაგრამ სამაგიეროდ ფრანგი მხიარულად მოქმედებს.

ფრაბოტა – 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში გაამწესეს, ამის გამო არ უნერვიულია. ასრულებდა მწვრთნელის მითითებას.

დე შილიო – 67 წუთიდან – 6 – იტალიელის მოედანზე გამოსვლასთან ერთად, გუნდი 4-4-2 სქემაზე ერთვება.

მაკინი – 6.5 – პირველი მატჩი და უკვე შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა.. სხვა მხრივ ყველას დაანახა, რომ ბრძოლისთვის მზად არის.

კულუსევსკი – 7.5 – განსხვავებით ამერიკელისგან, შვედმა გოლიც გატანა და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

დუგლას კოშტა – 83 წუთიდან

რონალდუ – 7 – გუნდზე თამაშობს.. განსაკუთრებით პირველ ნახევარში.. მეორე ტაიმში ინიციატივას იგდებს ხელთ და მიდის გოლზე.. რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც ახერხებს პირველივე თამაში თავის გამოჩენას.

პირლო – 7 – უკვე ამ ეტაპზე ჩანს მისი მონახაზი.. ვნახოთ.. ეს თუ ყვავილია, მაშინ იგი განწირულია რომ გაიხაროს!

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sergio
Sergi
3 years ago

Yvelas gilocavt.sampdoria sazomi ar aris magram dzalian kargad itamashes.remzim daglija da netav mase gaagrdzelos stabilurad.kulushas golmac gaaswora.miuxedavad imisa rom sampdoria ar iyo seriozuli mowinaagmdege gundi dzalian msubuqad gamoiyureboda.yvelapers momavali gvichvenebs.warmatebebi pirlos.forza juve…

Last edited 3 years ago by sergio
batumski
batumski
3 years ago

გილოცავთ ბიჭებო,კარგად დავიწყეთ..კიდევ მოუმატებთ..პირლო ყოჩაღ..ჯიგარი გვყავს..

Del_Piero
Del_Piero
3 years ago

აბა სარის ფანები რო იძახდით რემზიმ ფეხბურთის თამაში არ იცისო, სად ხართ ეხლა? :)

maradona73
maradona73
3 years ago

რონალდო 6.5

maradona73
maradona73
3 years ago

რემზი 8

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x