ალვარო მორატა ტურინშია და სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება
ალვარო მორატა ტურინშია!
ესპანელი ფეხბურთელი იტალიაში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა და დღეს, რამოდენიმე საათში JMedical -ში ელიან.
აპენინური გამომცემლობების მტკიცებით, ბიანკონერი მის სანაცვლოდ 10 მილიონს გადაიხდის და ფორვარდი იტალიის მოქმედ ჩემპიონებში არენდის წესით გაირჯება.
ერთი წლის შემდეგ კი მისი გამოსყიდვა 45 მილიონად გახდება შესაძლებელი.
თუმცა, Sky Sport -ის მტკიცებით, არსებული არენდის გაგრძელება კიდევ ერთი წლით იქნება შესაძლებელი და ამისთვის იუვე ისევ 10 მილიონს გადაიხდის, ხოლო ვადის დასრულების შემდეგ 35 მილიონად ესპანელს სრულად გამოისყიდის.
რა იქნა აქამდე ვერ გაიფორმეს მორატა? თუ რა ხდება ხომ არ იცით?
რაღაც ატლეტიკოს შეექმნა პრობლემა სუარესის გაფორმებაზე და ნეტა ეს ტრანსფერიც ხომ არ ჩაიშლება?
რადგან ჩაფრინდა უკვე და იუვეს “კაშნიც” ჩამოკიდეს მანდ უკვე მოყომარებულია ყველაფერი.ცოტა მომეცა იმედები წელს და მგონი რაღაც უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ.
Ise djekosac mirchevnia da suaressac
ლუკა პელეგრინი ჯენოას უახლოვდება,ალფრედო პედულას ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელი არენდით შეუერთდება გენუურ კლუბს,მითქმას ისიც აძლიერებს რომ ლუკა სამპდორიასთან გასამართი მატჩის წინ განაცხადს მიღმა დარჩა..
წარმატებები ალვარო..