ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere Di Torino იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე

Corriere Di Torino განაგრძობს სატრანსფერო თემებზე საუბარს.

დუგლას კოშტა შესაძლოა გუნდს მალევე დაემშვიდობოს და ტურინელები ალტერნატიულ ვარიანტებზე იწყებენ მუშაობას.

ლუკა პელეგრინი კარიერას ჯენოას რიგებში გააგრძელებს. ტრანსფერს არენდის სახე აქვს და გენუელებს გამოსყიდვის უფლება არ გააჩნიათ.

მიუხედავად ახალგაზრდა ფეხბურთელის წასვლისა, მატია დე შილიო ასევე შეიძლება გუნდიდან წავიდეს.

მის ნაცვლად ბიანკონერი რობინ გოზენს და ემერსონ პალმერის განიხილავს.

ფედერიკო კიეზა კვლავინდებურად არის ტურინელთა სამიზნეში. როკო კომისო 70 მილიონს ითხოვს, თუმცა მხარეებმა შესაძლოა შეთანხმებას არენდაზე მიაღწიონ და დანარჩენი თანხა კონკრეტულ პერიოდზე გადაანაწილონ.

ეს იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ ბიანკონერი მოახერხებს დუგლას კოშტას გასხვისებას.

2 thoughts on “Corriere Di Torino იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე

  1. იან-ფედერიკო კარასკოს პერსონამ გაიჟღერა,ეს იმ შემთხვევაში თუ იუვე დაგლას კოსტას გაყიდვას მოახერხებს,ინიციატორი კრისტიანო რონალდოა..წყარო ტუტოსპორტი..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.