ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

დუგლას კოშტასთან დაკავშირებით, დღის მეორე ნახევარში დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა.

ფეხბურთელი, როგორც ჩანს არ შედის ანდრეა პირლოს აქტიურ გეგმებში, რის გამოც მისი საფეხბურთო აგენტი ჟორჟ მენდეში კლიენტს წასვლისკენ უბიძგებს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა თავად მენდეშს კოშტას ვულვზში გადაყვანა სურს, რისი მიზეზიც პრემიერ ლიგის ბინადრებთან კარგი დამოკიდებულებაა.

იუვენტუსი ამის საპასახოდ შემცვლელის ძიებას იწყებს და პირლოსთვის პრიორიტეტულ ტრანსფერად ფედერიკო კიეზა ისახება.

იტალიელი შემტევი არაერთხელ დაუკავშირეს ტურინს, მაგრამ მისი ღირებულება არ იძლევა რაციონალური საუბრის საშუალებას..

თუმცა, კოვიდის კრიზისიდან გამომდინარე იები როგორც ჩანს დათმობაზე წასვლას გეგმავენ და მზად არიან ბიანკონერის წინადადების მოსასმენად.

კულუარული ცნობებით ტურინელები არენდას და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის ვალდებულების აღებას გეგმავენ, თუმცა თანხა 50 მილიონს არ უნდა გახდეს..

აქვე ერთი ინფორმაცია.. ბარსელონა დანიელე რუგანის კანდიდატურას განიხილავს.. კატალონიელებს სხვა ვარიანტებიც ყავთ, მაგრამ სასურველ სიაში იტალიელიც ფიგურირებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x