ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა როლი ექნება დიბალას პირლოს სქემაში..

დღევანდელი დღე პოზიტიურად დაიწყო ანდრეა პირლოსთვის.. გუნდის საწვრთნელ პროცეს სრულად დაუბრუნდა პაულო დიბალა რომელიც რომასთან მოახლოებულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია არგენტინელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ..

ისე კი ძალიან საინტერესოა ლა ჯოიას რა როლი ექნება ანდრეა პირლოს ტაქტიკურ მონახაზში მას შემდეგ, რაც გუნდში დეიან კულუსევსკი და ალვარო მორატა მოვიდნენ..

ყველამ კარგად იცის, რომ კრიშტიანო რონალდუ ხელშეუხებელი იქნება და დიდი ალბათობით ზემოთჩამოთვლილი მოთამაშეები პერიოდულად ჩაანაცვლებენ ერთმანეთს პორტუგალიელთან დუეტის შესაქმნელად.

პარალელურად არგენტინელთან დაკავშირებით ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მხარეები განაგრძობენ კონსულტაციას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით..

დიბალა ანაზღაურების სახით 15 მილიონს ითხოვს, ხოლო იუვე 10-12 მილიონზეა თანახმა.. საერთო მოსაზრებით, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან თანამშრომლობის სურვილი ყოველ მათგანს ძალზედ დიდი აქვს.

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
შურა ბალაგანოვი
3 years ago

დიბალა ძალიან მაგრად თამაშობდა 4-2-3-1 სქემაში, შემტევ ნახევარმცველად. რონალდუ-კულუშევსკი ფლანგებზე, დიბალა შუაში, წინ მორატა. ან თუ მაინც და მაინც 3-5-2 უნდა სქემად რემზის შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მაინც დიბალა უნდა დადგეს თავდამსხმელების უკან. ფლანგზე სათამაშოდ, დიბალა, არც სწრაფია და არც ფიზიკურად ძლიერი. გამთამაშებლის პოზიცია არის მისთვის იდეალური.

Last edited 3 years ago by seba
p.dybala'10
p.dybala'10
3 years ago

ise unda knas pirlom ro dybala dzaan sakvandzo figura ikos! rac dybalas sheudzlia jerjerobit magos naxevaric ar sheudzlia kulusevskis ase rom zamena kvela variantshi kulusevski unda ikos tu iseti taktikit itamashebs pirlo romlitac erti an meore zamenaze moucevs

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x