ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

იუვენტუსი სერია ა-ს მეორე ტურში დედაქალაქურ რომას დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“გასულ პერიოდთან შედარებით, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვქონდა.

ინტენსიურობა გაზრდილია და ბიჭების რეაქცია ამ ყოველივეზე დადებითი იყო. სხვა ფაქტორებს ჩვენზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

პაულო დიბალა დაბრუნდა და გუნდთთან ერთად ივარჯიშა. ახლა საჭიროა გავიგოთ რამდენად შეუძლია მსგავს დატვირთვებზე შედეგიანი ასპარეზობა.

არგენტინელის ბედი შევა თუ არა განაცხადში ხვალ გაირკვევა, როდესაც დილის საწვრთნელ სესიას ჩავატარებთ.

რთულია ადგე და შემადგენლობა კარდინალურად შეცვალო. ითამაშებს ის ვისაც ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში მყოფს  ვხედავ. 

ველოდით ფორვარდის მოსვლას და დღეს ის უკვე აქ არის. ალვარო მორატას კარგად ვიცნობ და მქონდა წილად ბედნიერება მის გვერდით მეთამაშა. ესპანელი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.

ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ლუკა პელეგრინი სათამაშო დროის თვალსაზრისით ვარჩიეთ, რომ ჯენოაში გადაბარგებულიყო. მითუმეტეს მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამოც.

სამი ხედირას უახლოეს პერიოდში დაველაპარაკებით და ვეცდებით ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x