იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა რომას წინააღმდეგ
დღეს სერია ა-ს მეორე ტურის მატჩში იუვენტუსი სტუმრად დედაქალაქურ რომას დაუპირისპირდება.
შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება და ტრადიციულად პირდაპირი ტრანსლაციის რამოდენიმე ბმულს გამოვაქვეყნებთ.
ახლა კი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაზე გადავიდეთ, რომელიც თუ გავლენიან იტალიურ გამომცემლობებს დავუჯერებთ ფაქტიურად იდენტური იქნება, რაც პირველი ტურის შეხვედრაში იყო.
კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს..
ტაქტიკური სქემა 3-5-2 არის მოიაზრებული და დაცვის ტრიოს დანილო, ბონუჩი და კიელინი დააკომპლექტებენ.
ნახევარდაცვაში მცველების წინ ადრიენ რაბიოს უნდა ველოდოთ, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მის სიახლოვეს იასპარეზებენ ახალწვეული მაკენი და უელსელი აარონ რემზი. სხვათაშორის რემზი გასული მატჩის MVP იყო და თამამად უნდა ითქვას, ტურინში გადმობარგების შემდეგ ეს მისი საუკეთესო შეხვედრა იყო.
ფლანგებზე ხუან კუადრადო და ჯანლუკა ფრაბოტა გაირჯებიან. იტალიელზე უნდა აღინიშნოს, რომ იგი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ანდრეა პირლო სათანადო ნდობას უცხადებს.
თავდასხმის დუეტს ამჯერადაც კრიშტიანო რონალდუ და დეიან კულუსევსკი შეადგენენ.
სათადარიგოთა შორის არის გუნდში დაბრუნებული ალვარო მორატა და ტრავმა მოშუშებული პაულო დიბალა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო, თუმცა როგორც ჩანს დღის პირველ ვარჯიშზე სათანადო კონდიციები აჩვენა და პირლომ იგი გუნდთთან ერთად რომში იახლა.
მეგობარო სიმართლე გითხრა შენს გამო დავწერე მშვიდი ცხოვრება მიყვარს კომენტარების გარეშე ჩემი გუნდის მშვიდად ყურება ანუ ჩვენი გუნდის
გაიხარე ძმაო კაი კაცი ხარ დღეს უეჭველი ვაფარჩაკებთ რომას
იმედია
გილოცავთ სეზონის კარგად დაწყებას
მე აქ რეგისტრაცის გარეშე კომენტარის დაწერის უფლება მაქ არ ვიცოდი ეს
პროსტა პროგრამაში არ არის სეტანტას საიტზე ვნახე
სეტანტა რატო არ აჩვენებს თამაშს ხო არ იცით ვინმემ
აჩვენებს სეტანტა 2