ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო რომასთან გამართულ მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო გუშინდელ შეხვედრას აფასებს, სადაც მისი გუნდი ორჯერ მარცხებოდა, თუმცა კრიშტიანო რონალდუს ძალისხმევით ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა..

თამაშის მსვლელობისას ადრიენ რაბიო მოედნიდან იქნა გაძევებული, რამაც ბიანკონერის მდგომარეობა მეტად გაართულა და აქედან გამომდინარე იტალიელ სპეციალისტს შედეგი მისაღებად მიაჩნია:

“ბუნებრივია გასულ დაპირისპირებასთან შედარებით, შედეგიანობის თვალსაზრისით ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი.

საერთოდაც, რომა და სამპდორია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და მშვენივრად მომეხსენებოდა რაოდენ დიდ პრობლემებს წავაწყდებოდით.

ვფიქრობდით, რომ ერთი-ერთზე თამაშის უპირატესობა გვექნებოდა, რადგან დედაქალაქელებს დიდი ძალებით უყვართ შეტევაში გადასვლა, მაგრამ ჩემმა ჩანაფიქრა არ გაამართლა. 

ფლანგებზე სხვაგვარი მოქმედებები გვმართებდა, რითაც პარტნიორებს თავისუფალი სივრცეები გაუჩნდებოდათ..

ნახევარდაცვაში იმ ტიპის ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებსაც ტაქტიკურ სქემაში ორი შუახაზელისთვის განკუთვნილ მოდულში იყენებენ.. შესაბამისად რაბიო, ბენტანკური და არტური სათანადო კონდიციებში უნდა მოვიყვანოთ.

არტურს ადაპტაციის გავლა მოუწევს იტალიურ ფეხბურთთან.. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას 6 თვე არ უთამაშია.. ფიზიკური კონდიციებიც აღსადგენი აქვს.

ბენტანკურმა შარშანდელ სეზონში უამრავი შეხვედრა ჩაატარა და შეიძლება ითქვას, გადაღლილი და ძალა გამოცლილი შეხვდა ახალ სეზონს.. ურუგვაელი სპეციალური პროგრამით განაგრძობს მომზადებას. 

კრიშტიანო რონალდუმ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაამტკიცა რაოდენ დიდი პროფესიონალია! 10 კაცით დარჩენის დროს მან უფრო მეტი ირბინა, რისი დამსახურებითაც შევძელით რთულ მდგომარეობაში მყოფებმა შეხვედრის გადარჩენა.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მეგობრებო რას ითხოვთ პირლოსგან ყველა თამაშის მოგებას თან 10 კაცით პირლო როგერც ტრენერი შეაფასეთ სეზონის მერე გუნდშიც კი ამ ეტაპზა პრეტენზია არავის არ შქონდეს ახლა ბევრი გადამივლით მარა პირლომ წელს სკუდეტო თუ ვერ დადო მარა ლიგაზე აჩვენა კარგი შედეგი იუვემ ამიტო რა პირლო ცუდი ტრენერი გამოვა მე პირად ვინც გუნდს წელს იმის გამო გაუბრაზდება რო სკუდეტო რო ვერ დადოს ის იუვეს ბალეშიკი არა ახლა პრიორიტეტი ლიგა და ასე უნდა დიდი ხანი კიდე და ამის იმედი მაქ პირლოსგან არც გუნდს გავიკრიტიკებ და არც პირლოს სერიას ას თამაშებს და არ ის ცუდი შეგი რომასთან ფრე ათი კაცით ჩემთვის დაუშვებილა პირადად ტურინში რო… Read more »

batumski
batumski
3 years ago

ყველაფერი წინაა,იდეების გატარებას წლები ჭირდება ზოგჯერ,მოდი ვთქვათ რომ რეფორმები რომელსაც მაესტრო ახორციელებს გრძელი და შეუქცევადი პროცესია რომელსაც ჭირდება ორგანიზება,ბალანსის ძიება და რეალიზაცია..

Last edited 3 years ago by batumski
batumski
batumski
3 years ago

რთული იგრა გამოგვივიდა,ვიცოდი რომა არაფერს დათმობდა,ვიომეთ,ვიბრძოლეთ და ქულა მოვიპოვეთ..

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x