ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6.5 – 11-იანის დროს კუთხე გამოიცნო, თუმცა მოგეირება ვერ შეძლო. სხვა მხრივ მისი დადანაშაულება შეუძლებელია.

დანილო – 6.5 – შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაცია ცენტრალური მცველის როლში გაიარა. საუკეთესოა თანაგუნდელებიდან ამ პოზიციაზე და დამატებით საგოლე გადაცემას ახორციელებს კრიშტიანო რონალდუზე.

ბონუჩი – 5 – ინერტულია.. ვერც შეტევის წამოწყებას ახერხებს და ხშირ შემთხვევაში ამის შესრულებას შესნის უთმობს.

კიელინი – 5.5 – ვერც კაპიტანი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გაუწოდა პარტნიორს ჩვეული დახმარების ხელი.

კულუსევსკი – 5.5 – ამ პოზიციაზე უპრიანი იქნებოდა ბერნარდესკი ყოფილიყო, რომელსაც შვედისგან განსხვავებით დაცვაში თამაში შეუძლია. ამ შეხვედრაში ეს ყოველივე სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, რადგან დეიანს მთლიანი ფლანგი ქონდა ჩაბარებული.

ფრაბოტა – (85 წუთიდან) – შეფასების გარეშე.

რაბიო – 4.5 – გულშემატკივარმა ის რაბიო იხილა, რომელიც საშინელებებს ჩადიოდა.. პოზიტიური სვლების შემდეგ ეს იყო პირველი მატჩი, სადაც ადრიენი საკუთარ თავს არ გავდა. მოიტანა 11-იანი და შემდგომ საკუთარი გუნდი საერთოდ 10 კაცით დატოვა.

მაკენი – 5 – კონტრ შეტევის დროს, როდესაც მეტოქემ მეორე ბურთი გაიტანა, ამერიკელმა უყურადღებოდ იმოქმედა. ცდებოდა პოზიციის შერჩევის დროს და გუნდს შემტევ ფაზაშიც ვერ ეხმარებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი მისი ძლიერი მხარე არც არის.

არტური – 6 – (58 წუთიდან) ძირეულად თამაშის სცენარი არ შეუცვლია, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მისი გამოჩენიდან მალევე გუნდი 10 კაცით დარჩა.

კუადრადო – 5 – მარცხენა ფლანგზე ასპარეზობა მისი ძლიერი მხარე არ არის და ამაში ყველანი დავრწმუნდით.

რემზი – 6.5 – ჰიბრიდული ტაქტიკით მოქმედებდა.. დაცვის დროს მარცხენა ფლანგისკენ ჩადიოდა, ხოლო შეტევისას ცენტრში ცდილობდა გუნდის თამაშის დალაგებას და სიახლის მოტანას.. უნდა ითქვას, რომ ერთდერთი იყო ვისაც რაღაც მაინც გამოდიოდა.

ბენტანკური – 68 წუთიდან – შეფასების გარეშე.

მორატა – 5 – იუვენტუსის მაისურთან ადაპტაცია ან იტალიურ ფეხბურთთან რომ არ ესაჭიროება ფაქტია. შესაძლოა, ანდრეა პირლოს სქემასთან გარკვეული დრო ნამდვილად იქნება აუცილებელი.. პერიოდულად ფეთქდებოდა. ერთი სიტყვით პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

კოშტა – 58 წუთიდან – მის აჩქარებას მოყვა მეორე ბურთი რომას კარში.

რონალდუ – 7.5 – დღევანდელი იუვენტუსის სული და გული. წამყვან ლიგებში უკვე 450 გოლი აქვს დაგროვებული. მისმა ეფექტურმა ასპარეზობამ გადაურჩინა ტურინს ქულა.

პირლო – 5.5 – იდეები რომ აქვს ფაქტია.. მაგრამ სრულად რომ არ აღწერს ეს უკვე გავიგეთ – კუადრადოს მარცხნივ დაყენება არ იყო სწორი არჩევანი.. კულუსევსკი ფლანგზე ცენტრს მიღმა ასევე შეცდომა აღმოჩნდა. რაბიო რომ პრობლემებს განიცდიდა რომამ იგრძნო და ზეწოლა გაზარდა, რამაც მათთვის სასურველი შედეგი გამოიღო. რონალდუმ გუნდი და კონკრეტულად პირლო მიმდინარე სეზონში პირველი მარცხნისგან იხსნა.

 

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

დანილოს, კვადრადოს და დეშილიოს ფლანგები პაზორია რა.
სანდროც იმენა მოი##ნა წინა სეზონში, უმოწყალოდ აყამაშეს სანამ მაგდანას ლურჯასავით არ დავარდა იბიომატ.

maradona73
maradona73
3 years ago

მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა – მაკენი მაგარი აჭრილი იყო და რაბიოს ფაქტიურად უწევდა ყველა შეტევაზე პოზიციაზეცდასწრებაზე თამაში.

უარყოფითად ნაღდად ვერ შევაფასებ რაბიოს მაკენისა და დაკლევებული კვადრადოს გადამკიდე.

აი პროსტა მეორე სეზონია დაცვის ფლანგებზე რა საშინელება ხდება, განსაკუთრებით მარცხნივ.

სპინაცოლსს გამშვების დდშვცი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x