ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”იუვე კოშტას გასხვისებას ცდილობს”

Calciomercato -ს ცნობით იუვენტუსი მაქსიმალურად ეცდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დუგლას კოშტას გასხვისებას.

ფაბიო პარატიჩიმ ბრაზილიელი შემტევი ინგლისურ და გერმანულ კლუბებს უკვე შეთავაზა და მათგან ყველაზე დიდი დაინტერესება მანჩესტერ სიტიმ გამოხატა.

პარალელურად ფრანგულ მედიაში იუწყებიან, რომ ტომას ტუხელს გუნდის გაძლიერება სურს და კონკრეტულად მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, სადაც გერმანელს იდეალურ კანდიდატად სწორედ სამხრეთ ამერიკელი მიაჩნია.

იუვენტუსის ეს გააქტიურება იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ ანდრეა პირლოს ფედერიკო კიეზას ხილვა სურს და ფლორენციელებმაც შეარბილეს ტონი მოთამაშის გასხვისებასთან დაკავშირებით..

სწორედ ამიტომაც ჩქარობს პარატიჩი.. მას ჯერ გაყიდვა მოუწევს და შემდგომ აღებული თანხით აპენინელის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

4.8 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x