ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სქაი სპორტი კიეზასთან დაკავშირებით უკანასკნელ ცნობებს აქვეყნებს

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით ფედერიკო კიეზას თაობაზე ტურინსა და ფლორენციას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბიანკონერიმ იტალიელი შემტევის სანაცვლოდ იებს მატია დე შილიო და დანიელე რუგანი შეთავაზა, თუმცა ერთადერთი მოთამაშე რომლითაც ფიორენტინა ინტერესდება მერიჰ დემირალია.

თურქი არ იყიდება და მის თაობაზე ბიანკონერიმ მთელი რიგი პრემიერ ლიგის გუნდების წინადადებიც უარყო, ასე რომ ეს ვარიანტი ტურინისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება სხვა ფორმულას.. საუბარი საერთო ჯამში 55-60 მილიონზე მიმდინარეობს, რომლის 10-12 მილიონს იუვე დაუყონებლივ გადაიხდის, ხოლო დანარჩენზე კონსულტაციები გრძელდება..

კერძოდ, იებისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა პერიოდში შეძლებს ბიანკონერი სრული თანხის დაფარვას.

თავად ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია.. 5 წლიანი ხელშეკრულება და სეზონში 5 მილიონი.

თავის მხრივ სქაი სპორტის მტკიცებით, ამ ტრანსფერისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონებს გარკვეული გაყიდვების განხორციელება დაჭირდებათ. სამი ხედირა, დანიელე რუგანი და დუგლას კოშტა ყველაზე ხშირად მოხსენიებული გვარებია..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
4 years ago

კიეზას ტრანსფერს ერთი პლიუსი აქვს ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება,სხვა მხვრივ გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებს,არის კი კიეზა ის ფეხბურთელი რომელზეც თამამად შეიძლება ნდობა??

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x