ზელინსკის COVID-19 დაუდასტურდა
ნაპოლიმ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, COVID-19 -ს განმეორებითი ტესტების პასუხი გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი ხდება, რომ მათ ორ წარმომადგენელს ვირუსი დაუდასტურდათ.
ნეაპოლელები ტურინელებთან მატჩისთვის ემზადებიან, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ტესტების გავლა კიდევ ერთხელ მოუწევთ.
დღევანდელი მონაცემებით COVID-19 პიოტერ ზელინსკის და კლუბის სტაფში მყოფ ერთ პირს დაუდასტურდათ.
თუმცა, დღევანდელი მოცემულობით ეს არ ნიშნავს იმას, რომ მატჩი გადაიდება.
ყველაფერი მომდევნო ტესტების პასუხზეა დამოკიდებული.